Deutsche Internationale Schule Tbilissi

07/03/2020

სკოლა და საბავშვო ბაღი 21 აპრილამდე დაკეტილია.

თუმცა მშობლებს საშუალება გაქვთ 25, 26 და 27 მარტს 10 სთ-დან 17 სთ-მდე სკოლაში დატოვებული თქვენი შვილების სამეცადინო მასალა წაიღოთ. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იქნება ამ დღეებში სკოლაში.

1 აპრილიდან ვაგრძელებთ დისტანციურ სწავლებას, გამოვიყენებთ Moodle-ის პლატფორმას და პროგრამა "Zoom".

1 აპრილიდან ამ პროგრამებში ჩაერთვება ასევე ჩვენი საბავშვო ბაღიც.

გთხოვთ, მოტივირება გაუკეთეთ თქვენს შვილებს, რომ რეგულარულად გამოიყენონ პლატფორმა, რათა კონტაქტი ჰქონდეთ საგნის მასწავლებლებთან.

საქართველოს მთავრობის გვერდზე იხილავთ აქტუალურ ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე: www.stopcov.ge. იყავით ჯანმრთელები!

გერმანიაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყოველდღიურ რეჟიმში მიიღებთ ინფორმაციას "Coronavirus-Update" -ზე ვიროლოგ, კრისტიან დროსტესგან.

იყავით ჯანმრთელად!