Deutsche Internationale Schule Tbilissi

23/03/2021

მიმდინარე სემესტრში სელმა რიხტერი ჩვენ სკოლაში პრაქტიკას გადის - ამაში მას პანდემიას ხელი არ შეუშლია.

გერმანიაში, იენასა და ვაიმარის უნივერსიტეტებში ის ხელოვნებათმცოდნეობასა და სოციალურ მეცნიერებებს ეუფლება. სელმა აღფრთოვანებულია იმ სითბოთი, რომლითაც იგი მიიღეს საქართველოში და ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლის სახელით სელმას წარმატებულ სემესტრს ვუსურვებთ!