თბილისის გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ ოქტომბრის თვეში გერმანულ ენას მიუძღვნა თეატრალური პროექტი “Spiel- und Ernst-Zeug”, რომელიც კრისტიან მორგენშტერნის 150 წლის იუბილის აღსანიშნავადაც გაიმართა.
სპექტაკლი 15 ოქტომბერს გაიმართა თბილისის პროტესტანტულ ეკლესიაში. თეატრალური პროექტის ფარგლებში მე-9 კლასმა სხვადასხვა ლექსია შეარჩია, რომლებსაც თეატრალური საშუალებების მინიმალური გამოყენებით განსაკუთრებული ხასიათი მიეცა.