ჩვენი სკოლა გახანგრძლივებული სკოლაა.
გაკვეთილების შემდეგ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ დაესწრონ წრეების მეცადინეობებს.
გახანგრძლივებული სკოლის აღსაზრდელებზე მეთვალყურეობის პერიოდი მთავრდება 17:00 საათზე.
I - IV კლასების გაკვეთილების ცხრილში ინტეგრირებულია ყოველდღიური სამეცადინო საათი (დავალებებზე მუშაობა მიმდინარეობს კვირის გეგმის მიხედვით).
V – XII კლასების მოსწავლეები დავალებებს სახლში ასრულებენ.