Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ვიღებთ ბავშვებს, რომელთაც სასწავლო წლის დაწყისში (სექტემბრის დასაწყისში) ექვსი წელი შეუსრულდათ და შეუძლიათ გერმანული ენის ცოდნის დონით საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის საბავშვო ბაღსა ან მოსამზადებელ ჯგუფში სიარული სკოლაში მიღების გარანტირებული წინაპირობა არაა. თუმცა, ბავშვებისთვის, რომლებიც გერმანულად ჯერ არ ლაპარაკობენ, გერმანულენოვან ბაღში სიარული სკოლისთვის მოსამზადებლად ფრიად სასარგებლო და სასურველია.

გერმანელ ან ავსტრიელ ბავშვებს, რომლებიც გადმოდიან გერმანიისა და ავსტრიის სკოლებიდან, ან Kultusministerkonferenz-ის (გერმანიის ფედერალური მიწების კულტურისა და განათლების მინისტრთა საბჭო) მიერ აღიარებული სკოლებიდან, ამ სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემული მიმდინარე შეფასებების მოწმობის საფუძველზე ვიღებთ.

სხვა ეროვნების ბავშვების მისაღებად გერმანული ენის ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა, საკმარისი იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესში გარკვეულ დონეზე შეძლონ ჩართვა. მოსწავლეს კლასში ვიღებთ სკოლის დირექტორთან გასაუბრებისა და მისაღები ტესტის ჩაბარების შემდეგ.

უცხო ქვეყნიდან ჩვენს სკოლაში შესაბამისი სერტიფიკატით გადმოსულმა მოსწავლეებმა, აღნიშნული სერტიფიკატის აღიარება და დამოწმება უნდა შეძლონ საქართველოში. იგივე წესები ვრცელდება გერმანიიდან წამოღებულ ნიშნების ფურცელსა და შეფასებებზე. ამ პროცედურების მარტივად წარსამართად, საჭიროების შემთხვევაში მშობლებს დახმარებისა და/ან კონსულტაციის მიღება შეუძლიათ ჩვენი სკოლის სამდივნო ოთახში.  

სკოლაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას სკოლის დირექცია იღებს.

თქვენი საკონტაქტო პირი:



ნატო მენაბდე სკოლისა და საბავშვო ბაღის შესახებ ინფორმაცია, სამდივნო, საორგანიზაციო საკითხები
sekretariat@deutscheschule.ge
ეკა წერეთელი სამდივნო, საორგანიზაციო საკითხები
e.tsereteli@deutscheschule.ge