Deutsche Internationale Schule Tbilissi

სათამაშოები იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტებისათვის

04/04/2019

საშობაო ბაზრობიდან შემოსული თანხის ნაწილით შევიძინეთ სათამაშოები იაშვილის კლინიკის პატარა პაციენტებისათვის. დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებთან ერთად კლინიკის ფსიქოლოგს შემოწირულობა გადასცეს. მან, თავის მხრივ, გვიბოძა ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები და სხვა საჩუქრები, რისთვისაც მათ გულითად მადლობას ვუხდით!