Deutsche Internationale Schule Tbilissi

Kreativ gegen Corona! 16/04/2020

მარტის თვიდან ჩვენი სკოლა და საბავშვო ბაღი დაკეტილია. ჩვენი მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილებს სახლიდან ესწრებიან. ეს მდგომარეობა არავისთვის არის ადვილი, თუმცა მეტ საშუალებას გვაძლევს შემოქმედებითი სამუშაოსთვის.

სკოლაში ჩატარდა კონკურსი "Kreativ vs. Corona". ნამდვილად სასიხარულო იყო ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრების ხილვა, ბევრი პოზიტიური ენერგიის მომცემი.

წარმოგიდგენთ იმ ნამუშევრებს, რომლებმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენსა და ჟიურის წევრებზე (გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგები და ხელოვნების პედაგოგი, აკაკი ინანიშვილი):

პირველკლასელ მართას ნახატი.

მეორეკლასელ გაბრიელის ვიდეო დისტანციის თემაზე.

მეორეკლასელმა ილიამ ეს კრიზისი უფრო გლობალურ კონტექსტში დაგვანახა.

მეორეკლასელმა ლილემ წიგნი დაწერა და მოხატა. პატარა მწერალი შემდეგ ვიდეოში თავის წიგნს ყველასთვის კითხულობს.

მეექვსეკლასელი ლოტტა შემდეგ ვიდეოში გვისხსნის პირბადის სახლში დამზადების ხერხებს.

ძმები, მეორეკლასელ დანისა და მეექვსეკლასელ ლუკას მიერ ჩაწერილი მუსიკალური კლიპი.

მეშვიდეკლასელ ნიკოლოზის მიერ შექმნილი დამაფიქრებელი წიგნის ყდა.

ყველა მონაწილეს გულიდათ მადლობას გიხდით! დაჯილდოება ჩატარდება სასწავლო პროცესის განახლები შემდეგ. ჩვენც მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას. ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

 

 

კარნავალი საბავშვო ბაღსა და დაწყებით სკოლაში 25/02/2020

გასული კვირის პარასკევს ჩვენმა საბავშვო ბაღმა და დაწყებითმა სკოლამ კარნავალი იზეიმეს. სახალისო და კრეატიულ ფორმაში გამოწყობილმა აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა კიდევ უკეთესი განწყობისთვის გასართობი პროგრამაც მოამზადეს. საბედნიეროდ ამ დღეს ლიმონათის ხეც იყო საბავშვო ბაღში პატარების წყურვილის მოსაკლავად.

სტუმრად სკოლის სამზარეულოში 17/02/2020

მესამეკლასელებმა გასულ კვირას ჩვენ სამზარეულოში საკუთარი გემოვნებით დაამზადეს სალათი... სამზარეულოს თანამშრომელთა გუნდის ხელმძღვანელობით ჩვენმა პატარებმა ჯანსაღი ინგრედიენტებით გემრიელი სალათის ვარიაციები მოამზადეს. ისინი მზარეულის ოსტატობასთან ერთად გაეცნენ ინფორმაციას ჯანსაღი და დაბალანსებული კვების შესახებ. და როგორც აღმოჩნდა, საკუთარი ხელით შექმნილი სალათი უფრო გემრიელიც ყოფილა...

საბავშვო ბაღის ექსკურსიები 14/02/2020

ჩვენი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თვეში ერთხელ მიდიან ექკსურსიაზე. ბოლოს ისინი იყვნენ კერამიკულ საამქროში, სათბურში და საბუნებისმეტყველო მუზეუმში "ექპერიმენტორიუმი".

შიდასასკოლო ტრენინგი: გერმანული ენის გაკვეთილი 03/02/2020

გასულ შაბათს თაკო კაჭახიძემ, შტეფანი გოლკოვსკიმ და ესტერ ვებერმა პროფესიული განათლების სემინარი ჩაუტარეს ჩვენს პედაგოგებს. სემინარის თემა იყო "Einsatz von Scaffolding-Strategien bei der Planung des sprachsensiblen Fachunterrichts".
"Scaffolding" არის მეთოდი, რომელსაც გამოიყენებენ ენის გაკვეთილზე, რომელშიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. ამ მეთოდის საშუალებით მასწავლებლები აშენებენ "კარკასს", რომელიც თავის მხრივ მოსწავლეებს რთული ცნებების, კონცეპტების და ცოდნის გაგებაში დაეხმარება.
შემდეგი ნაბიჯია უკვე ამ მეთოდის პრაქტიკაში დანერგვა და "Scaffolding"-ის სპეციალისტები კოლეგებს ამაშიც დაეხმარებიან.

ჩვენი სკოლის კამპუსის მშენებლობა გრძელდება! 29/01/2020

2017 წლის სექტემბერში საბავშვო ბაღისა და სკოლის აღსაზრდელებთან ერთად გადმოვედით ბაგებში მდებარე ახალ კამპუსში. 2020 წლის იანვარში დავიწყეთ მარცხენა ფრთისა და სპორტის დარბაზის მშენებლობა. ამჯერადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს მშენებლობა. 2021/2022 წლის სექტემბერში უკვე დასრულებულ შენობაში დავიწყებთ ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღისა და 12 კლასისთვის.

გერმანიის ფედერალური მიწების ინსპექცია 09/12/2019

საზღვარგარეთ არსებულ გერმანულ სკოლებში განათლების ხარისხის შესაფასებლად მხოლოდ სასწავლო პროცესი არ მოწმდება, აკვირდებიან ასევე სკოლის მენეჯმენტსა და ზოგადად, სკოლის კულტურას (სკოლა, როგორც სასწავლო და საცხოვრებელი ადგილი). 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრამდე ჩვენს სკოლას გერმანიიდან განათლების ხარისხის გამოცდილი ინსპექტორები სტუმრობდნენ. მათ ამ ვიზიტის ფარგლებში ევალებოდათ სასკოლო დოკუმენტების ანალიზი, გაკვეთილებზე დასწრება და სასკოლო ცხოვრებაში ჩართული თითოეული ჯგუფის წარმომადგენლებთან გასაუბრება.
სკოლამ დეტალური და პროფესიონალური უკუკავშირი მიიღო თავისი განვითარების დონისა და პოტენციალის თაობაზე.

ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო გარე დაკვირვების შედეგები! ახლა უკეთ ვიცით, თუ რა შეგვიძლია კარგად, რა უნდა გავაგრძელოთ და, მითუმეტეს, რა უნდა განვავითაროთ. ჩვენნაირი ახალგაზრდა სკოლისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა ხარისხის დამადასტურებელი სიგელის „შესანიშნავი საზღვარგარეთ არსებული სკოლა“ საკმაოდ რთული მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამიტომ, შედეგით ვამაყობთ კიდეც. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვისი მონაწილეობითაც შესაძლებელი გახდა სიგელის მიღება!

დაწყებითი სკოლისა და მოსამზადებელი ჯგუფის კითხვის დღე 18/11/2019

ჩვენი მოსამზადებელი ჯგუფისა და დაწყებითი სკოლის გუნდმა 15 ნოემბერს ჩვენი პატარები კითხვის დღეზე დაპატიჟეს: მასწავლებლებმა, აღმზრდელებმა და მშობლებმა ლამაზი "გაჩერებები" მოაწყვეს, სადაც მათ ჩვენს პატარებს მხიარული და საინტერესო ისტორიები წაუკითხეს. კითხვის დღე გერმანიაში 2004 წლიდან ყველაზე დიდი კითხვის დღესასწაულია. ნოემბრის თვის ყოველ მესამე პარასკევს ამ აქციით ორგანიზატორები კითხვის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ცდილობენ დიდებში და პატარებში კითხვის პოპულარიზაციას.

საგზაო მოძრაობის სწავლება: ჩვენი მოსწავლე-ლოცმანები 14/11/2019

ამ კვირას ჩვენმა მოსწავლეებმა სკოლის წინ მოძრაობის დარეგულირების ამოცანა საკუთარ თავზე აიღეს. მათ ამ მნიშველოვან საქმეში მშობლები და ქალაქის საპატრულო პოლიცია ეხმარებოდათ. დილით სკოლასა და საბავშვო ბაღში ბევრი აღსაზრდელი მოდის, ამიტომ ხანდახან ჩვენი სკოლის წინაც ქაოტური მოძრაობაა... ამ ინიციატივის მიზანი მოძრაობის ნაკადისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება და მძღოლების ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ ყველამ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მართოს ავტომობილი. დიდი მადლობა ბავშვებს, მშობლებს და პატრულის სამსახურს!

ლამპრებით მსვლელობა: საბავშვო ბაღი და დაწყებითი სკოლა 12/11/2019

ტრადიციულად წელსაც დაამზადეს ჩვენმა საბავშვო ბაღის პატარებმა მშობლებთან და აღმზრდელებთან ერთად ლამპრები. 8 ნოემბერს კი საბავშვო ბაღისა და დაწყებითი საფეხურის აღსაზრდელებმა ფერადი ლამპრებით ერთად მოაწყვეს მსვლელობა კუს ტბის ტეროტორიაზე.

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7