Deutsche Internationale Schule Tbilissi

09/12/2019

საზღვარგარეთ არსებულ გერმანულ სკოლებში განათლების ხარისხის შესაფასებლად მხოლოდ სასწავლო პროცესი არ მოწმდება, აკვირდებიან ასევე სკოლის მენეჯმენტსა და ზოგადად, სკოლის კულტურას (სკოლა, როგორც სასწავლო და საცხოვრებელი ადგილი). 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრამდე ჩვენს სკოლას გერმანიიდან განათლების ხარისხის გამოცდილი ინსპექტორები სტუმრობდნენ. მათ ამ ვიზიტის ფარგლებში ევალებოდათ სასკოლო დოკუმენტების ანალიზი, გაკვეთილებზე დასწრება და სასკოლო ცხოვრებაში ჩართული თითოეული ჯგუფის წარმომადგენლებთან გასაუბრება.
სკოლამ დეტალური და პროფესიონალური უკუკავშირი მიიღო თავისი განვითარების დონისა და პოტენციალის თაობაზე.

ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო გარე დაკვირვების შედეგები! ახლა უკეთ ვიცით, თუ რა შეგვიძლია კარგად, რა უნდა გავაგრძელოთ და, მითუმეტეს, რა უნდა განვავითაროთ. ჩვენნაირი ახალგაზრდა სკოლისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა ხარისხის დამადასტურებელი სიგელის „შესანიშნავი საზღვარგარეთ არსებული სკოლა“ საკმაოდ რთული მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამიტომ, შედეგით ვამაყობთ კიდეც. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვისი მონაწილეობითაც შესაძლებელი გახდა სიგელის მიღება!