Deutsche Internationale Schule Tbilissi

14/11/2018

საბავშვო ბაღმა და დაწყებითმა სკოლამ წელსაც აღნიშნეს წმინდა მარტინის დღე ტრადიციული ლამპრობით. საკუთარი ხელით დამზადებული ლამპრებით ჩვენმა აღსაზრდელებმა კუს ტბის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს - რომაელი ჯარისკაცის, მარტინის პატივსაცემად, რომელმაც ლეგენდის მიხედვით ჩვ. წ. მე-3 საუკუნეში თავისი მოსასხამი სიცივისგან გათოშილ მათხოვარს გადააფარა და მოგვიანებით ბიშოფი გახდა. მანამდე ჩვენმა პატარებმა საბავშვო ბაღში მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან ერთად ლამპრები დაამზადეს. ეს რიტუალიც უკვე ტრადიციად იქცა ჩვენს საბავშვო ბაღში!