Deutsche Internationale Schule Tbilissi

ნინო აბაშიძე სტუმრად დორმაგენის რეგენბოგენის სკოლაში

22/11/2018

დირექტორის მოადგილე, ნინო აბაშიძე სამი კვირით დორმაგენის რეგენბოგენის სკოლას სტუმრობს, ეს არის დაწყებითი საჯარო სკოლა ნორდრაინ-ვესტფალენში. პედაგოგთა გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის ფარგლებში ნინოს საშუალება აქვს გახანგრძლივებული სკოლის მუშაობის პროცესს დააკვირდეს და ამ სკოლის თანამშრომლებს ჩვენი სკოლა და საქართველო გააცნოს. ორივე მხარისთვის ეს არის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომლის შესახებაც გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია მოგვითხრობს.