Deutsche Internationale Schule Tbilissi

გერმანულ-სამხრეთკავკასიული საპარლამენტო ჯგუფის სტუმრობა

21/05/2019

დღეს დილით სკოლას ბუნდესტაგის გერმანულ-სამხრეთკავკასიული საპარლამენტო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ. დეპუტატებს - იოჰანეს კარსს (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ბეატე ვალტერ-როზენჰაიმერსს (გაერთიანება 90/მწვანეები), ტილ მანსმანს (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და დოქტორ ფრანკა ვოლფს - ადგილზე ვიზიტისა და მოსწავლეებთან, სკოლის დირექციასა და სკოლის დამფუძნებლებთან გასაუბრების შემდეგ შეექმნათ წარმოდგენა მზარდი სკოლისა და საბავშვო ბაღის შესახებ.