სასწავლო წლის დასაწყისში ჩვენი საბავშვო ბაღი ყოველი ჯგუფისთვის მშობელთა საბჭოს ორ წარმომადგენელს ირჩევს ერთი წლით. მშობელთა საბჭოს ამოცანაა მშობლებსა და სკოლის დამფუძნებლებსა თუ საბავშვო ბაღის დირექციას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და საბავშვო ბაღის საქმიანობაში მშობლების ჩართულობის კოორდინაცია.
მშობლებელთა საბჭოს წარმომადგენლების საკონტაქტო მონაცემები მოიკითხეთ სკოლის სამდივნოში, ქალბატონ ნატო მენაბდესთან, sekretariat@deutscheschule.ge.
ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს მშობელთა საბჭო სკოლაში „მშობლების კაფეს“ აწყობს. ამ დღეს საბავშვო ბაღისა და სკოლის ყველა მშობელს გულთბილად ვეპატიჟებით სკოლაში, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაცისა და რაიმე ვალდებულების გარეშე. ეს გახლავთ შესანიშნავი შესაძლებლობა, უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი, ისაუბროთ სხვადასხვა თემაზე, დაეხმაროთ ახალ მშობლებს ინტეგრაციაში და სკოლა ერთიან საზოგადოებად აღიქვათ.
საკონტაქტო პირი:
