Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

ჩვენ ვართ გერმანულენოვანი საბავშვო ბაღი, სადაც არა მხოლოდ გერმანულენოვანი ბავშვები დადიან, არამედ ისინიც, ვისთვისაც მშობლიური ენა გერმანული არაა. ეს ბავშვები საბავშვო ბაღის ყოველდღიურობაში ეუფლებიან ამ ენას.

საბავშვო ბაღში ენის სწავლება მრავალშრიანი პროცესია:

თავად საბავშვო ბაღის ყოველდღიური გარემო გერმანულენოვანია. აღმზრდელები ბავშვებს გერმანულად ელაპარაკებიან. კვირის განმავლობაში ყველა დამატებითი შემოთავაზება (მუსიკა, მოძრაობა, ხელოვნება) გერმანულ ენაზე ტარდება.

ასაკისათვის შესაფერისი თამაშები ყოველდღიურობაშია ინტეგრირებული (დილის წრე, წიგნის წაკითხვა, სიმღერა, თამაშები ენის ცოდნის განსამტკიცებლად).

აღმზრდელებისა და მშობლების ინტენსიური თანამშრომლობა განაპირობებს მშობლების ინფორმირებულობას მათი შვილების ენობრივი განვითარების შესახებ. ამგვარად მათ შორის ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა ენის წარმატებულად შესწავლის საწინდარია.

ენის სწავლას სიხარული უნდა მოჰქონდეს და არა იძულების განცდა. ამიტომ, ჩვენ არ ვუკრძალავთ ბავშვს ჩვენთან ან სხვა ბავშვებთან მშობლიურ ენაზე საუბარს. მაგრამ აღმზრდელები, ძირითადად, გერმანულად პასუხობენ. გერმანულის მიზანმიმართული გამოყენებით ისინი ბავშვებს აჩვევენ, საერთო თამაშების ან საქმიანობის დროს თავადაც გერმანულად ილაპარაკონ და ნასწავლი გამოიყენონ.

გარდა ამისა, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური განვითარების ტემპი აქვს, რასაც ჩვენ გამუდმებით თვალს ვადევნებთ და აღვრიცხავთ. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მშობლებთან ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი თითოეული ბავშვის ენობრივ განვითარებას.

ენობრივი განვითარების თვალსაზრისით ჩვენი მიზნებია:

  • მზადყოფნა სხვა ენის მისაღებად
  • მზადყოფნა სხვა ენის შესასწავლად
  • სიტყვების მარაგის შექმნა და გამდიდრება
  • ენის სტრუქტურის გაცნობა
  • სხვა ენაზე ლაპარაკის გაბედვა
  • მარტივი წინადადებების გაგება და წარმოთქმა
  • კითხვების დასმა
  • მარტივი ინსტრუქციების გაგება და შესრულება
  • სიტყვათა მცირე მარაგის აქტიური გამოყენება (მაგ. მისალმება და თავის წარდგენა, სხეულის ნაწილების, ტანსაცმლის, სასკოლო ნივთების, ცხოველების სახელების, სათამაშოების, სანოვაგის, ფერებისა და რიცხვების დასახელება)