Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლასთან გერმანულენოვანი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ბაღში ვიღებთ  3-დან 6 წლამდე ბავშვებს, გერმანული ენის მცოდნეებსაც და მათაც, ვინც გერმანული ჯერ არ იციან.

ქართველი ბავშვები თამაშით ითვისებენ გერმანულს და შემდგომ გერმანულ საერთაშორისო სკოლაში აგრძელებენ სწავლას. გერმანულენოვანი ოჯახების შვილებს, რომლებიც საქართველოში დროებით იმყოფებიან, გერმანულენოვან გარემოს ვთავაზობთ.

გერმანულ საბავშვო ბაღში სიარული თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის არის ხელსაყრელი, რომელთა მშობლიური ენაც გერმანული არაა.

ჩვენი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე ზრუნავენ პროფესიონალები, რომლებიც ბავშვების განვითარებას უწყობენ ხელს. მრავალი აღსაზრდელი პირველად სწორედ ჩვენთან, ბავშვების სოციუმში, ეცნობა ყოველდღიურობას. ისინი საკუთარი სურვილების გამოთქმას სწავლობენ და, ამავდროულად, ჯგუფში ინტეგრირდებიან. ამასთან, ბავშვები იგებენ, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული უნარები და მოთხოვნილებები აქვს და საბავშვო ბაღის ყოველდღიურობაში ერთმანეთის აზრის გათვალისწინებასა და მეგობრობას ეჩვევვიან.

ჩვენი საბავშვო ბაღის ყოველდღიურობაში მთავარი თამაშია. თამაშის დროს ბავშვები აქტიურად იმეცნებენ საკუთარ თავს და გარესამყაროს, ივითარებენ პიროვნულობას. ისინი თამაშით სწავლობენ კონცენტრაციას, მოთმინებას, სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და კონფლიქტების მოგვარებას.

ასაკის შესაბამისი დამოუკიდებლობა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ ბავშვებს იმისკენ ვუბიძგებთ, რომ ცადონ და თავად შეიძინონ გამოცდილება. ისინი საბავშვო ბაღში ეტაპობრივად იღებენ დავალებებს და საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობას ეჩვევიან, ეს მათ მეტ თავდაჯერებულობას სძენს.

ჩვენს შესანიშნავ ეზოში თამაში და მოძრაობა ჩვენი საბავშვო ბაღის ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამას თან ერთვის ექსკურსიები ბუნებასა და თბილისის შემოგარენში. როგორც წესი, ცუდი ამინდი სუფთა ჰაერზე გასვლაში ხელს არ გვიშლის ხოლმე.

იხ. საბავშვო ბაღის დღის გეგმა:

დღის განრიგი დათვების ჯგუფი 2023-2024

დღის განრიგი ცხენების ჯგუფი 2023-2024

საზღვარგარეთ არსებულ საბავშვო ბაღებსა და მოსამზადებელ ჯგუფებში ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო და მისი ჰენდაუტი არის ორიენტირი ჩვენი საბავშვო ბაღის საქმიანობაში:

ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო საბავშვო ბაღებისა და მოსამზადებელი ჯგუფებისთვის

ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო საბავშვო ბაღებისა და მოსამზადებელი ჯგუფებისთვის-ჰენდაუტი