Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

გერმანული საერთაშორისო სკოლები არის დამოუკიდებელი კერძო ორგანიზაციები, რომელებიც ფუნქციონირებენ სკოლათა კავშირების მხარდაჭერით.

მსოფლიოში არსებული გერმანული საერთაშორისო სკოლები სამსახურებრივი მოვალეობების გამო საზღვარგარეთ მცხოვრებ გერმანულენოვან ოჯახებს შვილებისთვის გერმანულ სასკოლო აღზრდას სთავაზობენ.

დღეს ეს მეტწილად კულტურათა დიალოგის სკოლების კონცეფციის მქონე დაწესებულებებია და აქ მასპინძელი ქვეყნებისა და სხვა კულტურული იდენტობის ბავშვებსაც შეუძლიათ გერმანიას, მის კულტურასა და ენას ეზიარონ.

ამრიგად, გერმანული საერთაშორისო სკოლები შეხვედრებისა და კულტურათა დიალოგის ადგილიებია. მათი მაზანია, რომ სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მოსწავლეები საერთო მომავლისათვის მოამზადონ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზედამხედველობით, საზღვარგარეთ არესბული სკოლების მთავარი სამმმართველო (ZfA) გერმანული საერთაშორისო სკოლების ხელშესაწყობად პარტნიორი ქვეყნების სკოლებში გერმანიიდან გზავნის მასწავლებლებს.

ამჟამად ასეთი მხარდაჭერით მსოფლიოში 140-ზე მეტი სკოლა სარგებლობს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გერმანული სკოლების საერთაშორისო ქსელზე, მიყევით ბმულს:

 გერმანული სკოლები საზღვარგარეთ

2010 წელს დაარსებული თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ამ მსოფლიო ქსელის ნაწილია.

  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებულ გერმანულ სკოლებზე)

  საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების მთავარი სამმართველო

 იხ. თუ რა როლი ეკისრება გერმანულ საერთაშორისო სკოლებს მსოფლიოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გერმანული საერთაშორისო სკოლების როლი

საინფორმაციო ბროშურა: "საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლები: მათი მნიშვნელობა მსოფლიოსა და გერმანიისთვის"