თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა კულტურული დიალოგის გერმანულენოვანი სკოლაა.
ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანულენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ქართველ და სხვა ეროვნების ბავშვებთან ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ. მათ გერმანელი და ქართველი პედაგოგები ასწავლიან. სკოლა 2010 წელს დაარსდა, სადაც მოქმედებდა საბავშვო ბაღი და იყო მხოლოდ პირველი კლასი.
სკოლაში სწავლება თიურინგიის ფედერალური მიწის სასწავლო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ყველა საგანი გერმანულ ენაზე ისწავლება. გამონაკლისს წარმოადგენს ენები, რომლებიც სკოლაში ისწავლება: ინგლისური, ფრანგული და ქართული (ქართული, როგორც მშობლიური და ქართული, როგორც უცხო ენა).
სკოლა ფუნქციონირებს
- გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან ჩამოსული ბავშვებისთვის, რომლებიც თავიანთ მშობლებთან ერთად თბილისში დროებით იმყოფებიან;
- საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომელთა მშობლიური ან მეორე ენა გერმანულია;
- ქართველი ან სხვა ეროვნების ბავშვებისთვის, რომელთა მიზანია, გერმანულს დაეუფლონ ან გერმანულენოვანი განათლება მიიღონ.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები გერმანიაში აღიარებულ სასკოლო განათლებას იღებენ, ამასთან ერთად კი საქართველოს კულტურასა და ქართულ ენას შეისწავლიან.
ქართველი და სხვა ეროვნების მოსწავლეები ჩვენს სკოლაში გერმანულენოვან სასწავლო გარემოში გერმანულ ენასა და კულტურას ეცნობიან.
სამიდან ექვს წლამდე ბავშვები სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში (და მოსამზადებელ ჯგუფში) გერმანულენოვან გარემოში თამაშობენ და სწავლობენ. მცირეწლოვან აღსაზრდელებს, რომელთა მშობლიური ენაც გერმანული არაა, საბავშვო ბაღი გერმანულენოვან სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად განსაკუთრებული მეთოდით მომზადებას - ენის თამაშით სწავლებას - სთავაზობს.
ჩვენს სკოლაში ძირითად საგნებს გერმანელი პედაგოგები ასწავლიან. ამ მიზნით საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების მთავარი სამმართველო (ZfA) სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს გერმანიიდან მოავლენს. გარდა ამისა, სკოლაში სათანადო პედაგოგიური განათლებისა და გერმანული ენის საუკეთესოდ მცოდნე ადგილობრივი მასწავლებლებიც მუშაობენ.
სკოლა გასცემს გერმანულ ატესტატებს და, შესაბამისად, გერმანულ სასკოლო სისტემაში შეუფერხებელი გადასვლის საშუალებას იძლევა. სკოლაში სწავლის დაწყება მთელი სასწავლო წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
თორმეტი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს გერმანული საერთაშორისო აბიტურის გამოცდების (DIAP) ჩაბარება შეუძლიათ, რაც მათ გერმანიასა და მრავალ სხვა ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფლებას აძლევს.
იმ ბავშვებს, რომლებიც საქართველოში იზრდებიან და რომელთა მშობლიური ენაც ქართულია, პირველი კლასიდან უტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები.
ქართულ ინტერნეტგაზეთში "Mastsavlebeli.ge" თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის შესახებ 2020 წლის ოქტომბერში ამომწურავი და ვრცელი სტატია გამოქვეყნდა:
ჩვენი სკოლა ავტორიზებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და, ამრიგად, ის ინტეგრირებულია ქართულ სასკოლო სისტემაში. ეს კიდევ ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ ჩვენი სკოლიდან ქართულ სასკოლო სისტემაში გადასვლა უპრობლემოდ მოხდეს.
 თიურინგიის მიწის სასწავლო პროგრამა
 თიურინგიის მიწის სასწავლო პროგრამა
 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
2025 წელს თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა დაჯილდოვდა ძალიან საპატიო პრიზით გერმანული სკოლებისთვის. ის გახლდათ ერთადერთი საზღვარგარეთ მოქმედი სკოლა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
გერმანული სკოლების ჯილდოთი რობერტ ბოშისა და ჰაიდეჰოფის ფონდები გამოარჩევენ კარგ სკოლებს მათი ინოვაციური სასკოლო კონცეფციებისათვის. 100-ზე მეტმა სკოლამ მიიღო გერმანიაში ამ კონკურსში 2025 წელს მონაწილეობა. ეს გახლავთ ყველაზე მაღალი პრემიის გამცემი და ყველაზე ცნობილი ჯილდო სკოლებისთვის გერმანიაში.
 2025 წლის გერმანული სკოლების ჯილდოს მფლობელი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
 2025 წლის გერმანული სკოლების ჯილდოს მფლობელი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
 
                    
 
                                 
                                 
                                    