Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და მხარდაჭერის კავშირმა სკოლის ეტაპობრივად ჩამოყალიბება არჩია. დაარსებიდან, 2010 / 2011 წლებიდან, სკოლას ყოველ წელს თითო კლასი ემატება. ამრიგად, სკოლის ჩამოყალიბება მხოლოდ 2021 / 2022 წლებში დასრულდება მე-12 კლასით.

დაარსების შემდეგ საბავშო ბაღიც იზრდება. თავიდან მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი არსებობდა, 2017 / 2018 სასწავლო წლიდან კი საბავშვო ბაღი სამი ჯგუფისგან შედგება, თითო ჯგუფში ოცი ბავშვია.

ნაბიჯ-ნაბიჯ მზარდი სკოლა ქალაქის სხვადასხვა უბანში დაქირავებულ შენობებში ფუნქციონირებდა. როცა შენობის ფართი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილი სკოლის მოთხოვნებს, ახალ დასაქირავებელ ობიექტს ვეძებდით. ამრიგად, 2010-დან 2016 წლამდე სკოლამ და საბავშვო ბაღმა მისამართი სამჯერ შეიცვალა.

სკოლის დაარსებასა და განვითარებას მხოლოდ გერმანიის საელჩო როდი უწევდა დიდ თანადგომას. გერმანული სკოლის შემოთავაზებას თავიდანვე ღიად, გულისხმიერებით მოეკიდა საქართველოს მთავრობაც. ამას ადასტურებს ქალაქის მწვანე უბანში 8.400 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ სკოლის გაერთიანებას 2015 წელს სიმბოლურ ფასად გადასცა. ამრიგად, ქართულმა მხარემ შექმნა წინაპირობა, სკოლას საკუთარი შენობა ჰქონოდა.

2016 წლის აპრილიდან 2017 წლის ივლისამდე დამფუძნებელთა გაერთიანებამ ამ მიწის ნაკვეთზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით სკოლის შენობა ააშენა, სადაც საბავშვო ბაღიც განთავსდა. მისი დაფინანსებისა და კეთილმოწყობისათვის დამფუძნებელთა გაერთიანებამ დამატებითი კრედიტიც აიღო.

2017 წლის სექტემბერში თბილისის გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ საზეიმოდ გახსნა თავისი სკოლის კამპუსი. ამ დღიდან საბავშვო ბაღი და სკოლა თანამედროვე შენობების მფლობელები არიან. აქ ღია ცის ქვეშ თამაშისა და სპორტისთვის შესანიშნავი პირობებია შექმნილი.

ფილმი: სკოლის კამპუსის საზეიმო გახსნა 2017 წლის სექტემბერი

2019/2020 სასწავლო წელს სკოლის კამპუსის შენობის გაფართოება იგეგმება - ამჯერადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. სკოლის შენობას დაემატება ორი ფრთა, რაც საშუალებას მოგვცემს სკოლაში განთავსდეს 12 კლასი, ლაბორატორიები და ა.შ. მომავალში სკოლას დაემატება მრავალფუნქციური სპორტის დარბაზი.