Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

საზეიმო ცერემონია თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მიერ მოპოვებული განსაკუთრებული აღიარების გამო

01/11/2024

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ქართველი მოსწავლეები სკოლას მსოფლიოში აღიარებული გერმანული საერთაშორისო აბიტურით ამთავრებენ. მათთვის ამის შემდეგ გერმანულენოვანი ქვეყნების უნივერსიტეტებსა თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისათვის ყველა გზა ხსნილია.  

2024 წლის 8 ოქტომბერს ჩვენმა სკოლამ გერმანიის ფედერალური მიწების განათლებისა და კულტურის მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მხარის განათლების მინისტრის ხელით გერმანიის განსაკუთრებული სასკოლო აღიარების სიგელი მიიღო, როგორც გერმანულმა სკოლამ საზღვარგარეთ.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ამიერკავკასიაში ერთადერთია, რომელსაც გერმანული ზოგადსაგანმანათლებლო ატესტატის (გერმანული აბიტურის) გასცემის უფლება აქვს. 2022 წლიდან დღემდე უკვე ოცდაათმა ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა აბიტურით და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გააგრძელა სწავლა.  

საზეიმო ცერემონიას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სტუმრობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი  და სკოლის პარტნიორები და სტუმრები საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

ქართველი და გერმანელი მშობლების მიერ 2010 წელს დაფუძნებულმა სკოლამ მიაღწია თავის უმნიშვნელოვანეს მიზანს: ის ბავშვებსა და მოზარდებს თბილისში აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ გერმანულენოვანი სასკოლო განათლება. მას აქვს უფლება, ყოველ წელს გასცეს გერმანიის უმაღლესი ზოგადსაგანმანათლებლო ატესტატები.

ჩვენი სკოლისათვის ეს ნამდვილი აღიარებაა, რადგანაც საზღვარგარეთ მოქმედ სკოლებს გერმანიის საგანმანათლებლო მაკონტროლებელი უწყებები გერმანიის უმაღლესი ზოგადსაგანმანათლებლო ატესტატის (აბიტურის) გაცემის უფლების მინიჭებისათვის დიდ მოთხოვნებს უყენებენ, სკოლამ კი მრავალი წლის განმავლობაში უნდა ამტკიცოს, რომ აკმაყოფილებს მათ.