Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • Information in English
  • მისამართი
    თბ, წყნეთის გზატკეცილი 63, 0162
  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 17:00 Uhr
გაკვეთილებზე კოლეგიალური დასწრება: სკოლების დირექტორები ბერლინიდან 13/10/2026

საუკეთესო გერმანული სკოლების 2025 წელს მიღებულმა პრემიამ (Deutsche Schulpreis 2025) დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგიური მუშობა გამოჩნდა და ინტერესი გამოიწვია. მიმდინარე კვირას ამიტომ ბერლინის სხვადასხვა სკოლის დირექტორები გვეწვივნენ. ისინი დაესწრნენ გაკვეთილებს და დააკვირდნენ ჩვენი სკოლის ყოველდღიურობას. დიდი მადლობა ყველას კარგი საუბრებისა და კეთილგანწყობილი მზერისთვის!

განათლების ფესტივალი "Kompass": 15 ოქტომბერი (2026 წ.) 06/10/2026

გიწვევთ გერმანული განათლების ფესტივალზე "Kompass", რომელიც ჩატარდება გოეთეს ინსტიტუტთან, გერმანიის საელჩოსთან და DAAD-სთან თანამშრომლობით. გაიგეთ მეტი, მიიღეთ შთაგონება და დაელაპარაკეთ ერთმანეთს განათლების საკითხებზე! ფესტივალის თარიღია 15 ოქტომბერი (2026 წ.), დასაწყისი 14 საათზე თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის სპორტულ დარბაზში (თავისუფალი დასწრება). 

საფეხბურთო მეგობრული თამაში 05/10/2026

ჩვენი მეშვიდეკლასელი ბიჭები ორშაბათს ფეხბურთის სათამაშოდ ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას ეწვივნენ და ერთი მოგებითა და ერთი წაგებით დაგვიბრუნდნენ. კვირის კარგი დასაწყისი იყო!

მივესალმებით ახალ პირველ კლასს! 02/09/2026

მიმდინარე კვირაში სკოლაში პირველკლასელები მივიღეთ, საზეიმოდ, არც ტკბილეულის კონუსები დაგვვიწყნია! ჩვენი ყველაზე პატარებისთვის ახლა ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. მათ ამ საზეიმო დღეს მშობლები, ზოგს და-ძმა და ბებია-ბაბუებიც ახლდნენ სკოლაში. სიხარულით მოველით პირველ სასწავლო წელს თქვენთან ერთად!

გერმანულენოვანი საზაფხულო ბანაკი (2026 წლის) 15/05/2026

ბავშვებს ვიწვევთ გერმანულენოვან საზაფხულო ბანაკში!
აქ მათ ელით შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები ჩვენს ენერგიულ და გამოცდილ გუნდთან ერთად.

ბანაკი გათვლილია 6-11 წლის ასაკის ბავშვებზე (გერმანული ენის საბაზისო ცოდნა აუცილებელია).

I კვირა: 6-10 ივლისი
II კვირა: 13-17 ივლისი

დრო: 9.00-დან 16.00 საათამდე

ფასი: 700 ლარი კვირაში (აქტივობების პროგრამა, ექსკურსია, ხემსი/სადილი შედის საფასურში)

ადრეული ჯავშანი: 10 % ფასდაკლება ჯავშნის 29 მაისამდე გაკეთებისთვის
ფასდაკლება დედ-მამიშვილების მონაწილეობისას: 10 %

რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია: https://forms.cloud.microsoft/e/qjEswqQ8Ny
კონტაქტი: sommercamp@deutscheschule.ge

Osteraktion der 7. Klasse 05/04/2026

Jedes Jahr zu Ostern unterstützt unsere 7. Klasse die Diakonie der Evangelisch-Lutherischen Kirche bei ihrer Arbeit für ältere Menschen in und um Tbilissi. Die ganze Schulgemeinschaft hat diesmal mit einem Spendenlauf Geld für die Osteraktion gesammelt. Davon konnten mit tatkräftiger Unterstützung der Eltern der 7. Klasse Lebensmittel gekauft werden, die unsere Schülerinnen und Schüler zu Osterpaketen zusammengestellt haben. Kurz vor den Osterferien machte sich die Klasse mit ihrer Klassenlehrerin und den Mitarbeiterinnen der Diakonie auf den Weg nach Duscheti, wo sie den ganzen Tag über mit ihren Ostergaben Freude bereitet hat. Unser Dank geht an die liebe 7, die engagierten Eltern und die Diakonie, die uns mitnimmt bei ihrer wertvollen Arbeit.

ღია კარის დღე საბავშვო ბაღში 05/03/2026

„ღია კარის დღე“ გერმანულ საბავშვო ბაღში: 21 მარტს, შაბათს (2026 წ.), 11:00-დან 13 საათამდე

მობრძანდით ჩვენს „ღია კარის დღეზე“ და გაიგეთ მეტი გერმანული საბავშვო ბაღის შესახებ! ჩვენ მოგიყვებით ჩვენი პედაგოგიური კონცეფციის შესახებ და მზად ვიქნებით, პასუხი გაგცეთ შეკითხვებზე. თქვენს შვილებს კი ამ დროს შევთავაზებთ თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებს.

გთხოვთ დარეგისტრირდეთ. ამისათვის გამოიყენეთ ეს ბმული: https://forms.cloud.microsoft/e/W7Y2ntF8jS

გაგვიხარდება, თუ გვესტუმრებით და მოიყვანთ თქვენს შვილებს.

აბიტურის წერითი გამოცდები 02/02/2026

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენი მე-12 კლასის მოსწავლეები აბიტურის წერით გამოცდებს ჩააბარებენ საგნებში: გერმანული, ინგლისური, მათემატიკა, ისტორია და ბიოლოგია. ისინი ამ პერიოდისთვის ინტენსიურად და დიდი მონდომებით მოემზადნენ. ჩვენი სკოლის თოთხმეტივე აბიტურიენტს წარმატებებს ვუსურვებთ!

ონლაინ ღონისძიება: "გერმანული სასკოლო პლატფორმა": სკოლა წარადგენს თავს! 17/11/2025

როგორ ამდიდრებს გუნდური სწავლება (Teamteaching) და უკუკავშირის კულტურა (Feedbackkultur) სწავლა-სწავლების პროცესს?  როგორ შეიძლება მოსწავლეების ეფექტური თანამონაწილეობა ამ პროცესში?

ონლაინ ღონისძიებაზე ჩვენ, როგორც გამარჯვებულ სკოლას, გვეძლევა შესაძლებლობა, ვაჩვენოთ, როგორ ვითარდებოდა ჩვენი სკოლა წლების განმავლობაში და წარმოვაჩინოთ რა შედეგებს მივაღწიეთ, ასევე რა იყო ამის წინაპირობები, ან რამ დაგვაბრკოლა სკოლის განვითარების წარმატებულ გზაზე. გამოიყენეთ შესაძლებლობა, შეიხედოთ „კულისებს მიღმა“ და დაგვისვათ თქვენი შეკითხვა.

ფოკუსშია შემდეგი თემები: გუნდური სწავლება (Teamteaching) ქვედა კლასებში, კოოპერაციაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი და უკუკავშირის კულტურა. კიდევ ერთი თემაა მოსწავლეების აქტიური თანამონაწილეობა სკოლის სასწავლო სივრცის მოწყობაში.

თარიღი: 2025 წლის 2 დეკემბერი, 15:30 საათი (გერმანია) / 18:30 საათი (საქართველო)

ღონისძიება განკუთვნილია: მასწავლებლებისთვის, სკოლის ხელმძღვანელობისთვის და პედაგოგიური პერსონალისთვის (თავისუფალი დასწრება).

 

 

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15