Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr
22/01/2019

56 წლის წინ 22 იანვარს გერმანიასა და საფრანგეთს შორის "ელისეის ხელშეკრულება" გაფორმდა, მას შემდეგ გერმანულ-ფრანგული მეგობრობის დღეს ორივე ქვეყანა აღნიშნავს. ამ ხელშეკრულებით გერმანიასა და საფრანგეთს შორის 300 წლიანი მტრობა დასრულდა, რომელიც ლუდვიგ XIV მეფობის დროს დაიწყო და მეორე მსოფლიო ომამადე გაგრძელდა. გერმანულ-ქართული მეგობრობის თბილისში აღსანიშნავად საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ეწვივნენ თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას. მათ ჩვენს მეცხრეკლასელებს ამ ხელშეკრულების დადების ისტორია გააცნეს და ასევე ინფორმაცია მიაწოდეს 2019 წლის 22 იანვარს "აახენის ხელშეკრულების" გაფორმების თაობაზე. გერმანიის ელჩი ამ შეხვედრაზე ჩვენს მოსწავლეებს ფრანგულად ესაუბრებოდა და საფრანგეთის ელჩი გერმანულად!