Der Deutsche Schulpreis - ეს გახლავთ პრესტიჟული ჯილდო დიდი ფულადი პრემიით კარგი სკოლებისთვის გერმანიაში. ჩვენ გავბედეთ და წელს პირველად შევიტანეთ განაცხადი. ასე აღმოვჩნდით 100-ზე მეტი ინოვაციური სკოლის გვერდით. აპრილის დასაწყისში კი დაუჯერებელი ამბავი შევიტყვეთ: ჩვენ ვართ ერთადერთი გერმანული სკოლა საზღვარგარეთ, რომელიც საუკეთესო ოცეულში მოხვდა! ვულოცავთ პედაგოგებსა და სკოლის მთელ საზოგადოებას! ახლა უკვე მოუთმენლად ველით ჟიურის მიერ გამოგზავნილ ჯგუფს ჩვენს სკოლაში.