ბევრი ჩვენი აღსაზრდელი, რომელიც სკოლაში გერმანულ ენაზე სწავლობს, სახლში მშობლებთან სხვა ენაზე საუბრობს. გერმანული ენა ნელ-ნელა მათთვის მეორე ენა, მათი განათლების მიღების ენა, ხდება. ჩვენ ამ გზაზე ვცდილობთ მათ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამ მიზნით დაწყებით საფეხურზე ინტენსიურ დამატებით გაკვეთილს ვთავაზობთ პატარა ჯგუფებში. ჩვენმა პირველკლასელებმა დამატებითი გაკვეთილის ფარგლებში უკვე პატარ-პატარა სპექტაკლებიც კი წარმოადგინეს, რომლებიც მათ პედაგოგებთან ერთად გულმოდგინედ დაამუშავეს!
გერმანული ენის გაკვეთილი პირველ კლასში
13/12/2018