ემოციებით მოცულები, მადლიერები და ბედნიერები ვართ! ჩვენმა სკოლამ 30 სექტემბერს გერმანული სკოლების 2025 წლისჯილდოზე წარდგენილ ფინალისტებს შორის ექვსი სასკოლო პრიზიდან ერთ-ერთი მოიგო. გერმანული სკოლის ჯილდოთი რობერტ ბოშისა და ჰაიდეჰოფის ფონდები გამოარჩევენ კარგ სკოლებს მათი ინოვაციური სასკოლო კონცეფციებით. გერმანიის 100-ზე მეტმა სკოლამ შეიტანა განაცხადი ამ კონკურსში მონაწილეობაზე. ეს არის ყველაზე საპატიო და ცნობილი სასკოლო ჯილდო, რომელიც გაიცემა გერმანიაში, ჩვენ კი - ერთადერთი გერმანული სკოლა საზღვარგარეთ, რომელმაც ის წელს მოიპოვა. ამ ჯილდომ ჩვენი სკოლისა და მასპინძელი ქვეყნის, საქართველოს, მიმართ მთელი გერმანიის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია, ყველა ახალ ამბავში გვახსენეს. ჟიურის წევრმა რაიკა ვიტემ ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ გამოარჩია ჟიურიმ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა (იხილეთ ბმული). მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ყოველდღიურად მონაწილეობს ჩვენი სკოლის ცხოვრებაში: ჩვენს მოსწავლეებს, პერსონალს, ჩვენს მშობლებსა და სკოლის გამგეობას. რასაც მივაღწიეთ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ბევრი მილოცვა მივიღეთ ბოლო დღეებში, როგორც გერმანიიდან, ასევე საზღვარგარეთიდან. დიდი მადლობა ყველას!
გერმანული სკოლების 2025 წლის ჯილდო თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის
03/10/2025
