2020 წლის 2 სექტემბერს სკოლაში პირველკლასელთა მიღების ცერემონია გაიმართა. პირველკლასელთა დამრიგებლებმა მისასალმებელ სიტყვაში სკოლის მშენებლობასა და აღსაზრდელებთან ერთად მომავლის შენებას შორის დაპარალელი გაავლეს. იმ მომავლის, რომელიც ციფრებითა და ასოებით, მეგობრული ურთიერთობების დამყარებითა და ამ ყველაფერს შორის წონასწორობის შენარჩუნებით, შენდება. ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
ჩვენი პირველკლასელები: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
08/09/2020