Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

გერმანიის ფუტსალის ეროვნული ნაკრების სტუმრობა თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში

01/02/2019

დღეს ჩვენს მოსწავლეებს პირველი სემესტრის მოწმობებთან ერთად სიურპრიზი დახვდათ. ჩვენმა სკოლამ გერმანიის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. ნაკრები საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიზნით იმყოფებაა და დღეს სკოლის ეზოში ვარჯიში გამართა. ამასთან, მოთამაშეები პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს გაეცნენ და უამრავი ავტოგრაფი დაარიგეს. მადლობას ვუხდით ნაკრების წევრებს სტუმრობისათვის, ამ შეხვედრამ დღის ყველა მოვლენა დაჩრდილა.