ჩვენ უკვე გვაქვს ნაგვის სორტირების საშუალება, რათა შემდეგ მოხდეს მისი გადამუშავება. სკოლის წინ დგას 2 ყუთი ქაღალდისა და პლასტმასის ნაგვისთვის. ჩვენს მშობლებსაც შეუძლიათ ამ საშუალებით ისარგებლონ! ყუთი იცლება კვირაში ერთხელ და მოცულობით საკმაოდ დიდია. მითითებულ ლინკზე იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის CENN-ის თაობაზე: http://www.cenn.org/programs/waste-management-pollution/.
ნაგვის სორტირება სკოლაში: ნაგვის ყუთები ქაღალდისა და პლასტმასის ნაგვისთვის
20/12/2018