Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

ონლაინ ღონისძიება: "გერმანული სასკოლო პლატფორმა": სკოლა წარადგენს თავს!

17/11/2025

როგორ ამდიდრებს გუნდური სწავლება (Teamteaching) და უკუკავშირის კულტურა (Feedbackkultur) სწავლა-სწავლების პროცესს?  როგორ შეიძლება მოსწავლეების ეფექტური თანამონაწილეობა ამ პროცესში?

ონლაინ ღონისძიებაზე ჩვენ, როგორც გამარჯვებულ სკოლას, გვეძლევა შესაძლებლობა, ვაჩვენოთ, როგორ ვითარდებოდა ჩვენი სკოლა წლების განმავლობაში და წარმოვაჩინოთ რა შედეგებს მივაღწიეთ, ასევე რა იყო ამის წინაპირობები, ან რამ დაგვაბრკოლა სკოლის განვითარების წარმატებულ გზაზე. გამოიყენეთ შესაძლებლობა, შეიხედოთ „კულისებს მიღმა“ და დაგვისვათ თქვენი შეკითხვა.

ფოკუსშია შემდეგი თემები: გუნდური სწავლება (Teamteaching) ქვედა კლასებში, კოოპერაციაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი და უკუკავშირის კულტურა. კიდევ ერთი თემაა მოსწავლეების აქტიური თანამონაწილეობა სკოლის სასწავლო სივრცის მოწყობაში.

თარიღი: 2025 წლის 2 დეკემბერი, 15:30 საათი (გერმანია) / 18:30 საათი (საქართველო)

ღონისძიება განკუთვნილია: მასწავლებლებისთვის, სკოლის ხელმძღვანელობისთვის და პედაგოგიური პერსონალისთვის (თავისუფალი დასწრება).