"ჩემი სამყაროს საზღვრები იქ არის, სადაც ენის საზღვრებია" - ლუდვიგ ვიტტგენშტაინის ეს ციტატა იყო შუა ევროპის რეგიონის გერმანული სკოლების პროფესიული განვითარების სემინარების თემა, რომელიც ამჯერად პრაღის გერმანულ სკოლაში ჩატარდა. სკოლის დირექციის, გამგეობისა და ადმინისტრაციის წამრომადგენლები საუბრობდნენ მრავალენოვან გარემოში ენის სწავლების თავისებურებებზე. სემინარების თემატიკა ეყრდნობოდა გერმანული სკოლების ხარისხის განვითარების ახალ რეგულაციას. სემინარზე განიხილეს ამ რეგულაციის იმპლემენტირების, ახალი რეგიონალური ქსელის ჩამოყალიბებისა და მასთან დაკავშირებული საერთო მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების საკითხები. სემინარის დასასრულს შეხვედრა გაიმართა გერმანიის საელჩოში და ეს მიღება ნამდვილად იყო ამ პროგრამის მნიშვნელოვანი მომენტი, თუ გავიხსენეთ პრაღის საელჩოს განსაკუთრებულ მისიას 30 წლის წინ გერმანიის საზღვრის გახსნის პროცესში. (წყარო: კონსტანცე კროიცბურგ).