Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr
18/05/2025

ისევ დიდი სიამაყისა და ბედნიერების გრძნობით განვიმსჭვალეთ! ჩვენმა აბიტურიენტმა თათია ნიკოლაიშვილმა გერმანიაში იურისპუდენციის შესასწავლად DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის) სტიპენდია მიიღო. ამ სტიპენდიით ყოველწლიურად განსაკუთრებული აკადემიური მიღწევების არაგერმანელი აბიტურიენტები ჯილდოვდებიან. თათია მე-5 კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში - გერმანულის მცირე ცოდნით, სამაგიეროდ დაჯილდოებული წარმოუდგენელი ნებისყოფით, მონდომებითა და ნიჭიერებით. მისი მშობლიური ენა ქართულია, ხოლო მის მეორე ენას, განათლების ენას, თათია ისე კარგად ფლობს, რომ შეგვიძლია მხოლოდ გავოცდეთ და მივულოცოთ. მთელი გულით ვხარობთ ჩვენს აბიტურიენტსა და მის ოჯახთან ერთად! გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, ძვირფასო თათია!