ჩვენი მოსწავლეები ძალიან შეშფოთებულნი არიან ომით უკრაინაში და გრძნობენ, რომ საჭიროა ამაზე საუბარი - როგორც ერთმანეთთან, ასევე პედაგოგებთან. ამისათვის გამოყოფილია სპეციალური დრო გაკვეთილზე. მე-8 კლასის მოსწავლეებს სურდათ, რომ კონკრეტულად ემოქმედათ, ამიტომ კლასის დამრიგებელთან ესტერ ვებერთან ერთად წამოიწყეს შემოწირულობების შეგროვება. ძალიან ბევრი ადამიანის აქტიური ჩართულობით ბევრი საჭირო ნივთი შეგროვდა: არამალფუჭებადი და ბავშვის საკვები, ჰიგიენური საშუალებები, სახვევები და სხვ. შეგროვებული ნივთები უკრაინის საელჩოს დახმარებით გაიგზავნება უკრაინაში. მადლობა მე-8 კლასსა და აქციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს.
მე-8 კლასი ეხმარება უკრაინას
05/04/2022