დღეს გერმანიის საელჩოში საშა ტერნესმა და გიორგი ბათლიძემ ხელი მოაწერეს ახალ საგრანტო ხელშეკრულებას, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოყოფს. ფინანსური დახმარება მოხმარდება ბაგებში მდებარე ჩვენი სკოლის შენობის გაფართოებასა და მრავალფუნქციური / სპორტული დარბაზის მოწყობას. ეს არის დიდი მხარდაჭერა სკოლისთვის და ჩვენ მადლობას ვუხდით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახალი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა
18/10/2019