თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თავისი მოსწავლეებისათვის მხოლოდ სწავლა-განათლების ადგილი არაა, წლების განმავლობაში ის მათთვის სამშობლოს ნაწილია მოგონებებით, მეგობრებითა და საერთო შთაბეჭდილებებით სავსე.
სკოლის ალუმნი ქსელით გვსურს სკოლასთან ეს ბმა შევინარჩუნოთ და ჩვენს ყველა ყოფილ მოსწავლეს მივცეთ შესაძლებლობა, დარჩნენ სკოლის საზოგადოების წევრებად.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ალუმნი პლატფორმა
რა უპირატესობები აქვს ალუმნი ქსელში ჩართვას?
- კონტაქტების შენარჩუნება: ამ ქსელის წყალობით დარჩებით ყოფილ თანასკოლელებთან, მასწავლებლებსა და მეგობრებთან კავშირში მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობთ და მოღვაწეობთ ამჟამად.
- გამოცდილების გაზიარება: შეძლებთ ცოდნის, კარიერული გზისა და პირადი ისტორიების გაზიარებას, ერთმანეთისგან სწავლასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.
- ახალი შესაძლებლობები: ალუმნი ქსელი ფართოდ გიღებთ კარს პროფესიული შესაძლებლობებისთვის, საინტერესო პროექტებისა ან ერთობლივი ღონისძიებებისთვის.
- თქვენი სკოლისათვის ხელის შეწყობა: შეიტანთ თქვენ წვლილს სკოლის მომავლის ფორმირებაში თქვენი მენტორობით, თქვენ მიერ გაკეთებული მოხსენებითა და სხვადასხვა სახის თანამშრომლობით.
ჩვენი ალუმნები დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. სკოლის ალუმნი ქსელი საზღვრების მიუხედავად ყველას გააერთიანებს გამოცდილების გაცვლის, ინსპირაციისა და ურთიერთდახმარებისათვის.
