ჩვენს სკოლაში მოქმედებს მშობელთა საბჭო. მისი ძირითადი ამოცანაა მშობელთა ინტერესების გათვალისწინება ყველა მოსწავლისათვის ოპტიმალური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
მშობელთა საბჭო თავს უყრის მშობელთა ცალკეულ შემოთავაზებასა თუ სურვილს და ატყობინებს მათ შესახებ სკოლის ხელმძღვანელობას. იგი ასევე იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას სკოლისგან (სკოლის განვითარებასთან დაკავშირებულ თემებზე) და ატყობინებს მას მშობლებს.
ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს მშობელთა საბჭო სკოლაში „მშობლების კაფეს“ აწყობს. ამ დღეს საბავშვო ბაღისა და სკოლის ყველა მშობელს გულთბილად ვეპატიჟებით სკოლაში, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაცისა და რაიმე ვალდებულების გარეშე. ეს გახლავთ შესანიშნავი შესაძლებლობა, უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი, ისაუბროთ სხვადასხვა თემაზე, დაეხმაროთ ახალ მშობლებს ინტეგრაციაში და სკოლა ერთიან საზოგადოებად აღიქვათ.
სასწავლო წლის დასაწყისში ყოველი კლასის მშობელთა კრებაზე მშობლები ირჩევენ თავიანთ ორ წარმომადგენელს. ისინი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იცავენ მოცემული კლასის ინტერესებს, რისთვისაც ხშირი კომუნიკაცია აქვთ კლასის დამრიგებელსა და საგნის მასწავლებლებთან.
თავად მშობლების წარმომადგენლები თავიანთი წრიდან დაწყებითი სკოლის, საბაზო და საშუალო საფეხურების მშობელთა წარმომადგენლებს ირჩევენ სკოლის მშობელთა საბჭოში.
სკოლის სამდივნოში შეიძლება მშობელთა წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაციის მიღება. მიმართეთ ნატო მენაბდეს შემდეგ მისამართზე: sekretariat@deutscheschule.ge.
სკოლის მშობელთა წარმომადგენლები 2025/2026 სასწავლო წელს:
ანდრეას ჩარი (დაწყებითი სკოლა), ნიკოლა სტალევსკი (საბაზო საფეხური), კატია დიზენბახერი (საშუალო საფეხური).
