Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის საბაზო საფეხურზე სწავლა თიურინგიის მიწის სასწავლო პროგრამით მიმდინარეობს. ჩვენი სკოლის კურიკულუმები  სწორედ ამ სასწავლო გეგმას ეფუძნება.

მოცემული სტანდარტების დაცვა ჩვენს მოსწავლეებს გერმანიასა და სხვა საზღვარგარეთ არსებულ გერმანულ სკოლებში შეუფერხებელი მობილობის საშუალებას აძლევს.

2020-2021 სასწავლო წელს ჩვენ ვთავაზობთ 11 კლასს-პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, 2021/2022 სასწავლო წელს პირველად გვეყოლება დამამთავრებელი მეთორმეტე კლასი.

თიურინგიის მიწის სასწავლო გეგმა გიმნაზიისთვის

საბაზო საფეხურის საათობრივი ბადე

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 12 კლასის დასრულების შემდეგ თავის მოსწავლეებს გერმანულ საერთაშორისო აბიტურს სთავაზობს (DIAP). გერმანული სასკოლო სისტემიდან მაღალ კლასებში გადმოსულ მოსწავლეებს  მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ ვთავაზობთ „Hauptschule“-ს დამამთავრებელ ატესტატს, ხოლო მეათე კლასის დასრულების შემდეგ- „Realschulabschluss“-ს (საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს).

სასკოლო კარიერის გაგრძელების შესახებ რეკომენდაცია გაიცემა მეხუთე კლასის შემდეგ (გადასვლა ერთ-ერთ საფეხურზე Hauptschule, Realschule ან Gymnasium). ამ საფეხურზე განსაკუთრებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს მოსწავლეებთან და მშობლებთან, რომ სრული და დროული ინფორმაცია მივაწოდოთ მოსწავლის განვითარების, აკადემიური მოსწრებისა და სასკოლო კარიერის შესახებ.

საბაზო საფეხური 1-სა და დამამთავრებელი ატესტატის შესახებ ინფორმაცია

გერმანული საერთაშორისო აბიტურის ატესტატის შესახებ ინფორმაცია (DIAP)

ვინაიდან სკოლა პატარაა, ყველა მოსწავლე ინტეგრირებულია გიმნაზიის საფეხურზე. "Haupt- und Realschule"-ს მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესში ინდივიდუალური ხელშეწყობა კლასის შიდა დიფერენცირების საშუალებით ხორციელდება.

ჩვენ ვასწავლით ორ უცხო ენას: ინგლისურ ენას მესამე კლასიდან და ფრანგულ ენას მეექვსე კლასიდან. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც ქართული არის მშობლიური ენა, ქართული არის სავალდებულო საგანი.

დაინტერესებულ მოსწავლეებს, ვთავაზობთ ქართულ ენას, როგორც უცხო ენას ნაშუადღევის აქტივობის სახით.

ცალკეული საგნებისა და სასწავლო პროექტების ფარგლებში ტარდება ასევე ინტერდისციპლინარული ან ინტეგრირებული გაკევთილები.

ჩვენი მოსწავლეები საერთო პროექტებში თავიანთი ასაკის შესაბამისად თავის წილ პასუხისმგებლობას იღებენ სწავლაზე.

კლასგარეშე აქტივობები ჩვენი სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი მოსწავლეები სტუმრობენ მუზეუმებს, გამოფენებს. ხშირად ეწყობა ექსკურსიები ბუნებაში.

საკონტაქტო პირი:

 



Maik Borkenhagen საბაზო საფეხურის კოორდინატორი
m.borkenhagen@deutscheschule.ge
Tobias Thiel საშუალო საფეხურის კოორდინატორი
t.thiel@deutscheschule.ge