Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს უფრო მეტად სჭირდებათ კონსულტაცია პროფესიის არჩევისა და განათლების შესაძლებლობების თაობაზე.

სამუშაო ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება, ჩნდება ახალი პროფესიები და ფაკულტეტები, ამიტომაც პროფესიის არჩევის დროს ექპერტების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ გერმანიის აკადემიურ გაცვლით სამსახურთან (DAAD), გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან საქართველოში (DWV) და ასევე ადამიანებთან, რომლებიც საშუალებას აძლევენ ჩვენ მოსწავლეებს უფრო ახლოს გიაცნონ სხვადასხვა პროფესია.

გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური: DAAD-ის საინფორმაციო ცენტრი თბილისში

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში (DWV)

მეცხრეკლასელები საკუთარი სურვილით არჩევენ ორგანიზაციას/საწარმოს, სადაც ისინი ერთკვირიან პრაქტიკას აკეთებენ. პრაქტიკისთვის მომზადება და პრაქტიკის შედეგების დამუშავება გაკვეთილის ფარგლებში მიმდინარეობს.

მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩვენი მოსწავლეები გაივლიან ტრენინგს, სადაც ისწავლიან უმაღლესი სასწავლებლისთვის განაცხადის მომზადებას და გასაუბრების ეფექტურად წარმართვის სტრატეგიებს, ესტუმრებიან უნივერსიტეტებს, დაესწრებიან საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც პროფესიის არჩევისა და განათლების შესაძლებლობების თაობაზე მიიღებენ ინფორმაციას.

პროფესიის არჩევისა და განათლების შესაძლებლობების შესახებ კონცეპტი დამუშავების ფაზაშია.

საკონტაქტო პირი: