საბავშვო ბაღში განაცხადის შეტანა მთელი სასწავლო წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მთავარია, თავისუფალი ადგილი გვქონდეს.
საბავშვო ბაღში მიღების წესი:
- უნდა გაიმართოს ამომწურავი და, თუ შესაძლებელია, პირადი საინფორმაციო გასაუბრება სკოლის ადმინისტრაციასთან (ზოგადი ინფორმაციის მიღება საბავშვო ბაღთან და სკოლასთან დაკავშირებით, სკოლის კამპუსის დათვალიერება, გადასახადები). გთხოვთ, ეს შეხვედრა ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წინასწარ შეგვითანხმოთ.
- წინასწარი განაცხადი (ონლაინ-ფორმა)
- მშობლების გასაუბრება საბავშვო ბაღის დირექტორთან
- მშობლებისა და ბავშვის გასაუბრება საბავშვო ბაღის დირექტორთან
- განაცხადი ჩარიცხვის შესახებ (ონლაინ-ფორმა)
- მიღების დადასტურება და ბაღში სწავლის დაწყების თარიღის დაზუსტება
- საბავშვო ბაღის ხელშეკრულების დადება
თქვენი საკონტაქტო პირი: