თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის საბავშვო ბაღში ბავშვებს 3 წლიდან ვიღებთ.
იმის გამო, რომ საბავშვო ბაღში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გირჩევთ, განაცხადი დროულად შემოიტანოთ.
საბავშვო ბაღში მოსახვედრად გერმანული ენის ცოდნა სავალდებულო არაა.
საბავშვო ბაღში მიღებას წინ უძღვის გასაუბრებები სკოლის ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაღის დირექციასთან. ამ საუბრების დროს მშობლები იღებენ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი გერმანულენოვანი საბავშვო ბაღის კონცეფციისა და მუშაობის პრინციპების შესახებ.
ბავშვის საბავშვო ბაღში მიღება საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი კონცეფციისა და შინაგანაწესის აღიარებას გულისხმობს.
მიღებისას უპირატესობით სარგებლობენ
- ბავშვები გერმანიიდან, რომლებიც გერმანულ საგანმანათლებლო სისტემას არ უნდა მოსწყდნენ
- საბავშვო ბაღისა და სკოლის მოსწავლეების და-ძმა (ცალკეულ შემთხვევებში გამოცდა ინიშნება)
საბავშვო ბაღსა და მოსამზადებელ ჯგუფში ბავშვის მიღებას საბავშვო ბაღის დირექტორი წყვეტს.
საკონტაქტო პირი: