Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

დაწყებითი სკოლის პირველი კლასისთვის განცხადებები მარტის ბოლომდე მიიღება.

მომდევნო კლასებისთვის განცხადებების ჩაბარება ზაფხულის არდადეგების დაწყებამდეა შესაძლებელი, მთავარია, თავისუფალი ადგილი გვქონდეს.

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მიღება ცალკეულ, დასაბუთებულ შემთხვევებში შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია სკოლის დირექციასთან შეთანხმება.

სკოლაში მიღების წესი:

  • უნდა გაიმართოს ამომწურავი და, თუ შესაძლებელია, პირადი საინფორმაციო გასაუბრება სკოლის ადმინისტრაციასთან (საყოველთაო ინფორმაცია საბავშვო ბაღთან და სკოლასთან დაკავშირებით, სკოლის კამპუსის დათვალიერება, გადასახადები). გთხოვთ, ეს საუბარი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წინასწარ შეგვითანხმოთ.
  • წინასწარი განაცხადი (ონლაინ-ფორმა)
  • მშობლებისა და სკოლის დირექტორის გასაუბრება
  • მოსწავლის გასაუბრება სკოლის დირექტორთან და, ცალკეულ შემთხვევებში, გერმანული ენაში ტესტის ჩაბარება (თუ გერმანული უცხო ენაა)
  • განაცხადი ჩარიცხვის შესახებ (ონლაინ-ფორმა)
  • მიღების დადასტურება
  • სასკოლო ხელშეკრულების დადება

თქვენი საკონტაქტო პირი:



ნატო მენაბდე სკოლისა და საბავშვო ბაღის შესახებ ინფორმაცია, სამდივნო, საორგანიზაციო საკითხები
sekretariat@deutscheschule.ge