Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr
02/04/2019

ინტერვიუ ჩვენი სკოლის სტუმრის სტატუსის მქონე მოსწავლესთან - ნატალი დიკმანთან

02/04/2019

- ძვირფასო ნატალი, უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში სწავლობ. გვითხარი, თუ რატომ დაიწყე ამ სკოლაში სიარული.

- მამა ერთ-ერთი  პროექტის გამო ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო დედა წარმოშობით ქართველია, შესაბამისად, ჩემთვის  ეს კარგი საშუალება იყო ქვეყნის უკეთ გასაცნობად.

- ჰანოვერში ბისმარკის სკოლაში, ტრადიციულ გიმნაზიაში, სწავლობ. როგორ ფიქრობ, რით განსხვავდება ეს ორი სკოლა ერთმანეთისაგან და რა აქვთ საერთო?

- ამ ორ სკოლას შორის ბევრი სხვაობაა: ჰანოვერის სკოლა გაცილებით დიდია, სკოლაში  სულ 1700, თითოეული კლას კი, დაახლოებით, 32  მოსწავლისაგან შედგება, რაც ხშირად ძალიან  დამღლელია. პირადად მე მომცრო კლასში უკეთ ვსწავლობ. თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის კლასებში ბევრად ნაკლები მოსწავლე სწავლობს და გარემოც უფრო თბილია.

- რით განსხვავდება შენი აქაური ცხოვრება გერმანული ცხოვრებისაგან? რა გავლენა აქვს თბილისს შენზე?

- მე ეს ქალაქი ძალიან მომწონს, თუმცა, ვთვლი, რომ ის ძალზე ხმაურიანი და ქაოტურია. ზოგადად, საჯარო ცხოვრება აქ სულ სხვანაირია. სამაგიეროდ, ხალხი უფრო თბილი და მოსიყვარულეა.

- შენ ჩვენს მეცხრე კლასში სწავლობ. მოგვიყევი, როგორ მიგიღეს თავიდან თანაკლასელებმა   და მასწავლებლებმა?

- ბავშვები ძალიან კარგად მექცეოდნენ,  თავიდანვე  მიმიღეს, როგორც კლასის ნაწილი. მქონდა განცდა, რომ მე მათ უკვე დიდი ხანია ვიცნობდი. მასწავლებლებიც ძალიან მეგობრულად მექცეოდნენ და მეხმარებოდნენ, რომ საგაკავეთილო პროცესში წარმატებით ჩავრთულიყავი.

- შენ თუ ურჩევდი ჩვენს მოსწავლეებს ერთი სემეტრით სტუმრის სტატუსით გერმანიაში გამგზავრებას და თუ ურჩევდი, რატომ?

- რა თქმა უნდა, ვურჩევდი. ამ გზით ისინი შეძლებდნენ გერმანული ცხოვრებისა და კულტურის გაცნობას.  თუმცა, ამ შემთვევაში საჭიროა, გადაერთო გერმანულ ცხოვრების  სტილზე, რომელიც უფრო მოწესრიგებულია.

- და ბოლო შეკითხვა: ზოგადად როგორ გრძნობ თავს თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში?

- თავს აქ ძალიან კარგად ვგრძნობ!

ინტერვიუს უძღვებოდა ბატონი შროდერ-კლემენტა