Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

ჩვენი სკოლა ფსიქოლოგის სამსახურს გთავაზობთ. ის უფასო და კონფიდენციალურია და ემსახურება  როგორც სკოლას, ისე საბავშვო ბაღს.

ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი საბავშვო ბაღსა და სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ამგვარად უწყობს ხელს:

ინდივიდუალური მუშაობა

  • რეკომენდაციები მასწავლებლების, აღმზრდელებისა და მშობლებისთვის სწავლასა და აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული გართულებების დროს
  • რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენისას
  • ცალკეული მოსწავლისა თუ ბაღის აღსაზრდელის თანადგომა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში
  • სასკოლო მზაობის დიაგნოსტიკა თითოეული ბავშვისთვის
  • კონსულტაცია მწვავე კრიზისების დროს

ჯგუფური მუშაობა

  • მოსწავლეებისა თუ კლასების სასაუბრო წრეები და სამუშაო ჯგუფები (მაგ. კონფლიქტებთან კონსტრუქციული მიდგომა, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება)
  • მშობელთა შეკრებები აქტუალურ თემებზე და სასაუბრო წრეები (მაგ. მედიააღზრდა, კონფლიქტებთან გამკლავება, დამოუკიდებლობის განვითარება)
  • მულტიდისციპლინური გუნდ “ინკლუზიის“ დახმარება

სასკოლო სისტემაში მუშაობა

  • სასკოლო განვითარების პროცესების თანადგომა (მაგ. სასკოლო კულტურა)
  • პედაგოგიურ კონფერენციებში მონაწილეობა (ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: სასკოლო კლიმატი, ძალადობა სკოლაში, აკადემიური მოსწრების შეფასება)

შეხვედრის დასანიშნად მშობლებს შეუძლიათ მიმართონ სკოლის სამდივნოს ან უშუალოდ ჩვენს ფსიქოლოგს:



ქეთევან ზურაბიანი ფსიქოლოგი
schulpsychologie@deutscheschule.ge