თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლის სტრუქტურული ნაწილია გერმანულენოვანი საბავშვო ბაღი. აქ ვიღებთ 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს: მათაც, ვინც იცის გერმანული ენა და მათაც, ვინც ჯერ არ იცის.
ქართველი ბავშვები ბაღში თამაშით სწავლობენ გერმანულს. ამგვარად ისინი ემზადებიან გერმანულ საერთაშორისო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. საქართველოში დროებით მცხოვრები გერმანულენოვანი ოჯახების შვილებს ვთვაზობთ გერმანულენოვან გარემოს.
გერმანულ საბავშვო ბაღში სიარული განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის არის რეკომენდებული, რომლებმაც გერმანულ საერთაშორისო სკოლაში უნდა გააგრძელონ სწავლა, მაგრამ გერმანული ენა არაა მათთვის მშობლიური.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე ზრუნავენ ადამიანები, რომლებიც აკვირდებიან ბავშვების განვითარებას და უწყობენ მათ ხელს. ბევრი ბავშვი პირველად აქ ეცნობა ბაღის ყოველდღიურობას: სწავლობს საკუთარი სურვილების გამოხატვას, ეჩვევა ჯგუფში ინტეგრირებას, შეიტყობს, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული უნარები და მოთხოვნილებები აქვს, საბავშვო ბაღის ყოველდღიურობაში ეჩვევა სხვების აზრის გათვალისწინებას და იჩენს მეგობრებს.
ჩვენი საბავშვო ბაღის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თამაშს. ამ დროს ბავშვები აქტიურად შეიმეცნებენ საკუთარ თავს და გარესამყაროს, ივითარებენ პიროვნულ თვისებებს, კონცენტრაციის უნარს, სწავლობენ მოთმინებას, სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და კონფლიქტების მოგვარების ფორმებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები იყვნენ ასაკის შესაბამისად დამოუკიდებლები. ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ თავად სცადონ და ასე, ცდით, შეიძინონ გამოცდილება. სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვები ეტაპობრივად იღებენ სხვადასხვა სახის დავალებას და ასევე ეჩვევიან პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. ეს მათ მეტ თავდაჯერებულობას სძენს.
საბავშვო ბაღის დიდ ეზოში თამაში და მოძრაობა ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამას ემატება ექსკურსიები ბუნებაში თბილისის შემოგარენში. ცუდი ამინდი, როგორც წესი, სუფთა ჰაერზე გასვლას ხელს არ უშლის.
ინფორმაცია საბავშვო ბაღის დღის განრიგის შესახებ:
დღის განრიგი საბავშვო ბაღში ("დათვების" ჯგუფი) 2023/2024
დღის განრიგი საბავშვო ბაღში ("ცხენების" ჯგუფი) 2023/2024
გერმანული საბავშვო ბაღის საქმიანობა ეფუძნება „საზღვარგარეთ არსებული საბავშვო ბაღებისა და მოსამზადებელი ჯგუფების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დებულებებსა“ და ამასთან დაკავშირებულ გზამკვლევებს:
ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო საბავშვო ბაღებისა და მოსამზადებელი ჯგუფებისთვის
ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო საბავშვო ბაღებისა და მოსამზადებელი ჯგუფებისთვის - ჰენდაუტი