წინასასკოლო პერიოდში (5-6 წლის ბავშვები) დაწყებით სკოლაში წარმატებულ სწავლას ეყრება საფუძველი.
წინასასკოლო მომზადების მიზანია ბავშვებში ემოციური, კოგნიტური, მოტორული და სოციალური უნარების განვითარება, რაც მათთვის დაწყებით სკოლაში წარმატებით გადასვლის საწინდარი იქნება. ბავშვები თამაშით, ფრთხილად ეცნობიან დაწყებით სკოლაში მუშაობის წესებსა და შინაარსს.
მოსამზადებელი ჯგუფის სასწავლო წელს საბავშვო ბაღსა და დაწყებით სკოლას შორის პროფესიული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა უწყვეტად მიმდინარეობს.
ჩვენს გერმანულენოვან საბავშვო ბაღში სკოლამდელი მომზადების მთავარი მიზანი ენის გაძლიერებული სწავლებაა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღში მოსვლამდე გერმანულ ენას არ ფლობდნენ. მოსამზადებელი ჯგუფის სასწავლო წლის ბოლოს ჩვენი მომავალი არაგერმანულენოვანი მოსწავლეები, იმ დონეზე უნდა იცოდნენ ენას, რომ პირველ კლასში გაკვეთილში ჩართვა შეძლონ.
იხ. რას და როგორ ვსწავლობთ: