ქართველ და გერმანელ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ჩვენი სკოლის სასწავლო პროცესს გაეცნონ, საშუალება ეძლევათ ჩვენთან გაიარონ სტაჟირება.
მიღებისათვის საჭიროა, რომ კანდიდატი სწავლობდეს შესაბამისი (პედაგოგიური) მიმართულებით და თავისუფლად ფლობდეს გერმანულ ენას (იმ კანდიდატებს კი, რომელთათვისაც გერმანული ენა არ არის მშობლიური, გერმანული ენის C1 დონეზე ცოდნა მოეთხოვებათ).
სტაჟირება, როგორც წესი, არ არის ანაზღაურებადი.
სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც საბავშვო ბაღში ასევე სკოლაში.
ევროპული პროგრამა „ErasmusIntern“-ის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სტაჟირების დაფინანსება. ჩვენი განაცხადიც განთავსებულია აღნიშნულ პროგრამაზე და გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილოთ შემდეგ ბმულზე:
გარდა ამისა, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს უფინანსებს სტაჟირებას საზღვარგარეთ. დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღებთ DAAD-ს ვებ-გვერდზე!
DAAD: Programm "Internationalisierung der Lehramtsausbildung"
სტაჟირება საბავშვო ბაღში
სტაჟირების სახეობა
- სტაჟირება მოხალისეობრივ საწყისებზე
- აღიარების წელი (აღმზრდელთა პროფესიული განათლების ფარგლებში)
სტაჟირების ხანგრძლივობა
- 6-12 თვე (ან შეთანხმებით)
სტაჟირების დაწყების თარიღი
- 1 თებერვალი ან 1 სექტემბერი (ან შეთანხმებით)
სამუშაო აღწერილობა
- დღის განმავლობაში ბავშვების მეთვალყურეობა
- აქტივობებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება
სტაჟირება სკოლაში
სტაჟირების სახეობა
- სტაჟირება მოხალისეობრივ საწყისებზე
- სავალდებულო სტაჟირება უნივერიტეტში სწავლის ფარგლებში
სტაჟირების ხანგრძლივობა
- 6-12 თვე (ან შეთანხმებისამებრ)
სტაჟირების დაწყების თარიღი
- 1 თებერვალი ან 1 სექტემბერი
საქმიანობის სფერო
- გაკვეთილზე დასწრება და გაკვეთილის ჩატარება მასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით
- გერმანული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების ხელშეწყობა დაწყებითსა და საბაზო საფეხურებზე
- გახანგძლივებულში, ასევე განსაკუთრებული შემთხვევების დროს (ექსკურისები, ზეიმები) დახმარება
- შუადღის პროგრამების ერთობლივი დაგეგმვა
- პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
საკონტაქტი პირები სკოლასა და საბავშვო ბაღში: