სკოლის დამფუძნებელია „თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და მხარდაჭერის კავშირი“ (გერმანული სკოლის კავშირი), საქართველოში 2010 წლის იანვრიდან მოქმედი არაკომერციული გაერთიანება.
საქართველოში მცხოვრებმა გერმანელებმა და ქართველებმა, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი განათლებით მჭიდროდ არიან გერმანიასთან დაკავშირებული, 2009 წლის დეკემბერში ერთობლივი მიზანი დაისახეს _ საქართველოში გერმანული სკოლა დაეარსებინათ.
გერმანული სკოლის გაერთიანების დამფუძნებელი კრება 2009 წლის 18 დეკემბერს გაიმართა. 28 დამფუძნებელს შორის იყვნენ ამ საქმით დაინტერესებული გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეები, გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების წარმომადგენლები და გერმანული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში.
გერმანული სკოლის კავშირი სკოლის დამფუძნებელია და თავად ირჩევს გამგეობას. ამ უკანასკნელის ამოცანაა, უზრუნველყოს სკოლის საქმიანობა და შემდგომი განვითარება.
ამჯერად, გერმანული სკოლის კავშირის გამგეობა ოთხი ადამიანისგან შედგება. ისინი 2024 წლის 5 დეკემბერს კავშირის წევრების კრებაზე ორი წლით აირჩიეს.
გამგეობის რეგულარულ სხდომებში ხმის უფლებით მონაწილეობს გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი თბილისში, ასევე სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა გახლავთ წევრი გერმანული სკოლების მსოფლიო გაერთიანებისა, რომელიც გერმანული საერთაშორისო სკოლების თავისუფალი, არაკომერციული წარმომადგენელია.
საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების გაერთიანება
გამგეობის წევრები
დოქტორი საშა ტერნესი (გამგეობის თავმჯდომარე)
გიორგი ბათლიძე (თავმჯდომარის მოადგილე)
დოქტორი ლიკა ღლონტი
თეა თაბაგარი
"თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირის" წესდება
საკონტაქტო პირი: