Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr
საშობაო ბაზრობა 15/12/2023

16 დეკემბერს, შაბათს, გაიმართება ჩვენი ტრადიციული საშობაო ბაზრობა! საბავშვო ბაღმა და სკოლის კლასებმა ამ დღისთვის მრავალფეროვანი პროგრამა შეადგინეს. საშობაო სტენდებთან კი გელოდებათ გლინტვეინი და ბევრი სიურპრიზი. მოხარულნი ვიქნებით, თუ გვეწვევით!

 

სასკოლო პროექტი: "მე და ჩემი საზღვრები" 11/10/2023

რა არის ადამიანის პიროვნული საზღვრები? რატომ არის ის ყოველ ადამიანში განსხვავებული? როგორ აღვიქვათ ჩვენი  საკუთარი პიროვნული საზღვრები და პატივი ვცეთ სხვისას? როგორ ვთქვათ „არა“, როცა ამის თქმა გვსურს? ჩვენი მე-2 კლასის მოსწავლეები ამ მნიშვნელოვანი თემებით დაკავდნენ ინტერდისციპლინურ სასწავლო პროექტში, რომელსაც წარუძღვა კლასის დამრიგებელი ვიკტორია მაქსიმენკა სკოლის ფსიქოლოგთან, ქეთი ზურაბიანთან, ერთად. ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ პროექტში.

მე-7 კლასის ექსკურსია. არცერთი დაშავებული - მხოლოდ დასვრილი შარვლები 06/10/2023

მიმდინარე წლის ორ ოქტომბერს ჩვენი მე-7 კლასი ქალბატონი შონბერგერისა და ბატონი ოლივერის ხელმძღვანელობით ჯომარდი X-პარკში, წიპრანში გაემგზავრა. 09:15 საათზე დაიძრა სკოლიდან მიკროავტობუსი. წვიმდა, ყველაფერი სველი იყო. წიპრანში ჩასულებულებს ერთი საათი ლოდინიც დასჭირდათ, სანამ პარკის ორი თანამშრომელი მოვიდოდა. მათ ბავშვებს მთასვლელის თოკი შეაბეს და აუხსნეს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ცოცვისას. ჯერაც ცრიდა და საშიში იყო საცოცად რთული გზის არჩევა. ზოგ ბავშვს არც მოუნდა, მასწავლებლებიც მიწაზე დარჩნენ.  ზოგ ბავშვს ვერ გადაეწყვიტა, აცოცებულიყო თუ არა. ისინი მთელმა კლასმა შეაგულიანა. ცოცვის შემდეგ ბავშვებმა ზიპლაინით  ჩამოსრიალება შეძლეს, ეს ყველამ გაბედა. პიკნიკიც მოაწყვეს: ყველას ჰქონდა სახლიდან რაღაც გემრიელი წამოღებული. კიდეც გამოიდარა. ბოლოს სკოლაში დაბრუნდნენ, 16:50 საათისთვის, კმაყოფილები და დაღლილები. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მხოლოდ შარვლები დაისვარეს.

მდგრადი განვითარება სკოლებისთვის 06/07/2023

ჩვენმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო პროექტში "მდგრადი განვითარება სკოლებისთვის", რომელსაც მასპინძლობდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. ამ პროექტისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მასწავლებლებს, სტუდენტებს, მშობლებსა და ადმინისტრაციის წევრებს. ეს ჯგუფი დაკავდა გაეროს მიერ განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნებითა და შეკითხვით, თუ როგორ შეიძლება მათი განხორციელება ჩვენს სკოლასა და სკოლის საზოგადოებაში.
ამ კონტექსტში ჯგუფებს ჩაუტარდათ ვორკშოპი პროექტების მართვის თემაზე. დიდი მადლობა ესთერ ვებერს ამ პროექტში მონაწილეობის კოორდინაციისთვის!

დამშვიდობება მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებთან 06/07/2023

ჩვენი მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებმა საბავშვო ბაღში, მისი დამთავრების აღსანიშნად, გრძელი დღე გაატარეს. პროგრამაში იყო "თბილისის ციფრული სივრცის" მონახულება, ერთობლივი ვახშამი (პიცა!) და შემოქმედებითი ვორკშოპი.

მშობლების კაფე 31/03/2023

მშობლების კაფეში ჩვენი სკოლის მოსწავლეების ყველა მშობელს შეუძლია წინასწარი დასტურის, ან რაიმე ვალდებულების გარეშე მოვიდეს. ეს შეკრებები კარგია იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი, დაილაპარაკოთ სხვადასხვა თემაზე, გაეცნოთ და დაეხმაროთ სკოლის ახალ მშობლებს და ყველანაირი ფორმალური
შეხვედრის გარეშე იურთიერთოთ სკოლის საზოგადოებასთან. მშობლების კაფე ღიაა ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს. შეკრება ყავასა და ჩაიზე შესაძლებელია 8:50-დან 10:00 საათამდე სკოლის სასადილოში. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოიტანოთ ნამცხვარი ან რაიმე სხვა საკუთარი გამომცხვარი სხვებისთვის გასაზიარებლად.

მე-8 კლასი მუზეუმში 13/03/2023

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებელ ელისო ბიბილაშვილთან ერთად ეროვნული მუზეუმის "საბჭოთა ოკუპაციის" გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს 1921-1991 წლების ისტორიას ეძღვნება.

სტუმრად ბიბლიოთეკაში 20/01/2023

ჩვენი საბავშვო ბაღის ბავშვები გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში იყვნენ სტუმრად და იქ გერმანიიდან გამოგზავნილ საბავშვო წიგნებს გაეცნენ. ეს კარგი ადგილია ყველასთვის, ვინც გერმანულად საუბრობს ან ამ ენას სწავლობს. მადლობას ვუხდით გოეთეს ინსტიტუტს სასიამოვნო ერთი საათისთვის, რომლის დროსაც ბავშვებმა საბავშვო წიგნიდან ამბავი მოისმინეს და მერე ხელსაქმითაც დაკავდნენ. 

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13