მშობლების კაფეში ჩვენი სკოლის მოსწავლეების ყველა მშობელს შეუძლია წინასწარი დასტურის, ან რაიმე ვალდებულების გარეშე მოვიდეს. ეს შეკრებები კარგია იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი, დაილაპარაკოთ სხვადასხვა თემაზე, გაეცნოთ და დაეხმაროთ სკოლის ახალ მშობლებს და ყველანაირი ფორმალური
შეხვედრის გარეშე იურთიერთოთ სკოლის საზოგადოებასთან. მშობლების კაფე ღიაა ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს. შეკრება ყავასა და ჩაიზე შესაძლებელია 8:50-დან 10:00 საათამდე სკოლის სასადილოში. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოიტანოთ ნამცხვარი ან რაიმე სხვა საკუთარი გამომცხვარი სხვებისთვის გასაზიარებლად.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებელ ელისო ბიბილაშვილთან ერთად ეროვნული მუზეუმის "საბჭოთა ოკუპაციის" გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს 1921-1991 წლების ისტორიას ეძღვნება.
ჩვენი საბავშვო ბაღის ბავშვები გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში იყვნენ სტუმრად და იქ გერმანიიდან გამოგზავნილ საბავშვო წიგნებს გაეცნენ. ეს კარგი ადგილია ყველასთვის, ვინც გერმანულად საუბრობს ან ამ ენას სწავლობს. მადლობას ვუხდით გოეთეს ინსტიტუტს სასიამოვნო ერთი საათისთვის, რომლის დროსაც ბავშვებმა საბავშვო წიგნიდან ამბავი მოისმინეს და მერე ხელსაქმითაც დაკავდნენ.
17 დეკემბერს, შაბათს, კვლავ გიწვევთ ჩვენს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე. 11-დან 14 საათამდე გაშლილი იქნება საშობაო სტენდები გასაყიდი ნივთებით, გლინტვეინითა და საბავშვო პუნშით; იქნება სპექტაკლები და მუსიკა. გაგვიხარდება, თუ გვეწვევით!
გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობითა და შუამავლობით ჩვენს მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი თანამედროვე ავტორი. ბერნარდ შლინკის 1995 წელს გამოცემული რომანი "წამკითხველი" ("Der Vorleser") ბევრი სკოლისთვის აუცილებელი საკითავი ლიტერატურაა. ნაწარმოები 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. მას მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული და მანვე მოუტანა ბერნარდ შლინკს, როგორც მწერალს, მსოფლიო აღიარება. ავტორი ამავდროულად იურისტია და ლექტორად და საკონსტიტუციო მოსამართლედ აქვს ნამუშევარი, ესეც საინტერესო არმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის.
წელსაც გვეყოლება სტაჟიორები გერმანიიდან, რომლებიც მიმდინარე სემესტრში სკოლის სხვადასხვა სამუშაო სფეროში დაგვეხმარებიან. ამჯერად ქალების ძალას შევხარით! მივესალმებით ჯეტე რეტშს (ბიოლოგია, გეოგრაფია, საბუნებისმეტყველო საგნები - იენის უნივერსიტეტი), ტაბეა შტაპფს (სოციალური საქმე - ფულდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი), ანიკა შპისს (ხელოვნება, მათემატიკა, გერმანული საბაზო საფეხურისთვის - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი) და კიმ შუხარდტს (სოციალური მეცნიერება, ინგლისური - იენის უნივერსიტეტი).
ლიანე კრიში ჩვენი საბავშვო ბაღის პედაგოჰგიური ჯგუფის ახალი წევრია. იგი ანა რევაზიშვილთან ერთად ბაღის მართვის გუნდს წარმოადგენს. ლიანე კრიში საბავშვო ბაღის ჩვეულ საქმიანობასთან ერთად და ანა რევაზიშვილთან ტანდემში კონცეფციურ საქმიანობასაც გასწევს და ჩვენი ახალგაზრდა პედაგოგიური ჯგუფის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.
ჩვენი საბავშვო ბაღის ბავშვებს ძალიან მოსწონთ გასვლითი ღონისძიებები, რომლებიც ბაღის ყოველდღიურობას მრავალფეროვნებას ჰმატებენ. ცოტა ხნის წინ ისინი ლისის ტბაზე, წყნეთის ტყეში და კიკეთში, ფერდინანდის ფერმაში იყვნენ ექსკურსიაზე.
ჩვენმა მე-10 კლასმა წარმატებით ჩააბარა საბაზო საფეხურის წერითი და ზეპირი გამოცდები!
კლასმა თავი გამოიჩინა არა მხოლოდ ზოგიერთი ძალიან კარგი აკადემიური მიღწევით, არამედ იმითაც, რომ შეკრული ჯგუფია, სადაც ბავშვები ერთმანეთს მხარში უდგანან. გილოცავთ აიდა, ელისაბედ, მაგდალენა, ნუცა, კატი, ქრისტინა, მედლინ, გურამ, კოსტა, დავით, ნიკოლას, ლინას, სანდრო და ენტონი. და საუკეთესო სურვილებით, ძვირფასო მარია!