Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr
5 კითხვა გიორგი ბათლიძესთან 11/03/2021

ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და მეტი შეიტყვეთ ჩვენი სკოლის გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების, მათი უანგარო და საპატიო საქმიანობის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და განვითარების შესახებ. ამჯერად ვესაუბრეთ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ბათლიძეს.

რა გაკავშირებთ გერმანიასთან? რამ განაპირობა თქვენი საქმიანობა საქართველოში  არსებულ გერმანულ სასკოლო სისტემაში?

ოთხმოციან წლებში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, თბილისში არსებობდა ცნობილი მეექვსე გერმანული სკოლა, რომელიც იმ დროს პირველ დემოკრატიულ-ლიბერალურ მოძრაობად ითვლებოდა. ამ სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა გერმანული ენა. აქედან გამომდინარე, გერმანული იყო ჩემი პირველი უცხო ენა. მოგვიანებით გადავწყვიტე ადვოკატობა და სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გავაგრძელე. სკოლის პერიოდში გერმანული ენის შესწავლამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია, რის შემდეგაც გერმანიაში ჩემი სტუდენტობა განვითარების ბუნებრივ გზად იქცა. გარდა ამისა, ქართული კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი სამოქალაქო სამართალი, მყარად ეფუძნება გერმანულ სამართლებრივ მოდელს. გერმანიაში სწავლის პერიოდში გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც გერმანულენოვანი იურისტია. 

საუნივერსიტეტო განათლების დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რაიმე სახით შემეტანა წვლილი გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში და ამით, ერთგვარად, მადლიერება გამომეხატა იმ შთამბეჭდავი სტუდენტური წლებისთვის, რომლებიც მე გეტინგენში გავატარე. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო გერმანულ წრესთან ურთიერთობის შენარჩუნება.   შემთხვევით გავიგე იმ იდეის შესახებ, რომ საქართველოში აპირებდნენ გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებას და ვიფიქრე, რომ, როგორც იურისტს, შემეძლო გარკვეული წვლილის შეტანა. ასე გავხდი 2009 წელს თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და მხარდაჭერის კავშირის დამფუძნებელთა წევრი.        

როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?

საწყისი პერიოდი თავისი გამოწვევებითა და გაურკვევლობებით უკიდურესად საინტერესო გახლდათ! ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, რისგანაც სკოლა შედგება: არც ორგანიზაცია, არ სკოლის შენობა, არც მასწავლებლები, არც მოსწავლეები... თუმცა გვქონდა გაბედულება და ჯანსაღი ოპტიმიზმი და, ალბათ, რაც უმნიშვნელოვანესია, მშობლების მხარდაჭერა და ნდობა. 

როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან?

მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ უკვე გრძელი გზა განვლო, ჩვენ მაინც განვითარების ფაზაში ვიმყოფებით. ამასობაში ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული სასკოლო სისტემა მოტივირებული და კვალიფიცირებული კადრით, მოსწავლეთა რაოდენობის მზარდი დინამიკითა და, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი სკოლის კამპუსით საქართველოში. ყველაზე დიდ გამოწვევად მიმაჩნია სკოლის, როგორც  ინსტიტუციის, გაძლიერება და განვითარება. დიდი მოლოდინით ვუყურებ ჩვენს პირველ აბიტურიენტებს, რომლებიც მალე დატოვებენ სკოლას და განათლების შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებენ. 

რაში აისახება თქვენი კონკრეტული საქმიანობა სკოლისათვის? შეგიძლიათ მოკლედ გვიამბოთ ამის შესახებ?

პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი პასუხისმგებლობის სფეროში შედის კავშირის იურიდიული საკითხები. გამგეობის ინტენსიური მუშაობა აისახება სკოლის დირექციასთან მჭიდრო თანამშრომლობაში, მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებზე კონსულტაციასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?

მე გახლავართ მოქმედი ადვოკატი და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საადვოკატო ბიუროს (BLC) პარტნიორი.

5 კითხვა დოქტორ საშა ტერნესთან 07/03/2021

ვიწყებთ ინტერვიუთა სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და გაიგეთ უფრო მეტი გამგეობის გერმანელი და ქართველი  წევრების შესახებ, მათ უანგარო მოღვაწეობაზე თბილისის გერმანული სკოლის აღმშენებლობის საქმეში და გაეცანით მათ ხედვას სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით.

თავდაპირველად გთავაზობთ ინტერვიუს გამგეობის თავმჯდომარესთან, დოქტორ საშა ტერნესთან.

რამ განაპირობა თქვენი ჩამოსვლა საქართველოში და რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ? არის თუ არა საქართველო თქვენი მეორე სამშობლო?

პირველად საქართველოში 1997 წელს სამსახურეობრივად მომიწია მოგზაურობა. ამის შემდეგ მალე შემიყვარდა ეს ქვეყანა და ადამიანები; ამასთან, გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლეც (ამასობაში ჩვენ უკვე სამი შვილი გვყავს). მომდევნო წლებში ხშირად მიწევდა პირადი და საქმიანი ვიზიტებით გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა, სანამ 2007 წელს არ მივიღე შემოთავაზება საქართველოს პროკრედიტ-ბანკის მმართველის პოზიციაზე. მას მერე მუდმივად ვცხოვრობ საქართველოში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თავს ვგრძნობ საკუთარ სახლში.

როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს? 

ჩვენ ვიყავით თანამოაზრეთა პატარა ჯგუფი, რომელმაც, როგორც სკოლის დაფუძნების კავშირმა, ბრწყინვალე მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ შეიძლება დაუპირისპირო ჯანსაღი გულგრილობა შეუძლებელს. გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნება დაკავშირებული იყო წარმოუდგენლად ბევრ წინააღმდეგობასთან. სახელმწიფო უწყებები გერმანიასა და საქართველოში უნდა დაგვერწმუნებინა ამ იდეის ეფექტურობაში. საწყისი ხარჯების დასაფარად საჭირო იყო სპონსორები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოსწავლეები არ გვყავდა, უნდა გაგვერისკა და მასწავლებლების, შენობისა და სასკოლო ინვენტარის ხელშეკრულებებზე ხელი უნდა მოგვეწერა. ამასთან, სკოლის არარსებობის პირობებში უნდა მოგვეპოვებინა პოტენციური მოსწავლეების მშობლების ნდობა იმისათვის, რომ მათ თავიანთი შვილები ჩვენს სკოლაში შემოეყვანათ. სწორედ ამ ფონზე ემოციურად დატვირთული იყო მომენტი, როდესაც 2010 წელს სკოლა გაიხსნა მხოლოდ 6 პირველკლასელით!

როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან.

არსებობის 11 წლის განმავლობაში სკოლამ განვითარების წარმოუდგენელი გზა განვლო -  ქაღალდის ფურცელზე იდეის დაბადებიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „საუკეთესო საერთაშორისო სკოლის“ ხარისხის სერტიფიკატის მინიჭებამდე; ნაქირავები კერძო სახლიდან საკუთარი ძალებით აშენებულ სკოლის კამპუსამდე. 6 მოსწავლიდან და 7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელიდან ჩვენ 240-მდე გავიზარდეთ. თავიდან ორი თანამშრომელი გვყავდა, დღეს კი - სამოცი. ზაფხულში ჩვენ სკოლის მეთორმეტე კლასი გვეყოლება და ამით სკოლა სრულად იქნება დაკომპლექტებული. ამ დროისთვის სკოლის შენობის დამატებითი ფლიგელებისა და სპორტის დარბაზის მშენებლობაც დასრულდება.

ჩვენი სკოლა სამომავლოდაც დარჩება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არაკომერციულ Public-Private-Partnership გაერთიანებად, როგორც გამონაკლისი. ამგვარი ფაქტი ხშირად არ გვხვდება და გარეშე პირისათვის ხანდახან არცთუ ისე ადვილად აღსაქმელია. თუმცა, სწორედ ეს გახლავთ ჩვენი სკოლის უდიდესი უპირატესობა სხვა კერძო სკოლებთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოსწავლეებისათვის საუკეთესო განათლების მისაცემად.   

შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ სკოლაში თქვენი კონკრეტული საქმიანობის შესახებ?

სკოლა დაფუძნდა არაკომერციული კავშირის მიერ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ არსებობს კლასიკური გაგებით მესაკუთრე, რომელიც სუფთა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე იზრუნებდა სკოლის ბედ-იღბალზე. ჩვენთან ეს როლი შეთავსებული აქვს არჩეულ სკოლის გამგეობას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ სკოლის გამგეობის წევრები განსახვავებულ პროფესიულ ჯგუფებს (განათლება, სამართალი, ფინანსები, მშენებლობა, მენეჯმენტი და ა.შ.) წარმოადგენენ და პროფესიული კვალიფიკაციითა და გამოცდილებით თავიანთი წვლილი შეაქვთ სკოლის განვითარების საქმეში, რაც, რა თქმა უნდა, მეტად მომგებიანია.

სკოლაში პირადად ჩემი საქმიანობის მთავარი მიმართულებები სტრატეგიული და კონცეპტუალური საკითხები, ასევე ბიზნეს-ადმინისტრირების კონტროლი და სამშენებლო მენეჯმენტია. მე, როგორც გამგეობის თავმჯდომარე, უფრო მეტად და ინტენსიურად ვარ დაკავებული სკოლის საკითხებით, თუმცა თავს მაინც გუნდურ მოთამაშედ მივიჩნევ. სიხარულით მავსებს ის ფაქტი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ნდობით განმსჭვალული და უკონფლიქტო თანამშრომლობა გვაკავშირებს და მხოლოდ ერთი საერთო მიზანი - ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სკოლის წარმატებული განვითარება - გვაერთიანებს.

გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?

ოც წელიწადზე მეტია, რაც საბანკო და საფინანსო სფეროში ვმოღვაწეობ, სადაც ჩემი ძირითადი მიმართულება განვითარებად ქვეყნებში მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებლიანი დაფინანსებებია. ეს, ალბათ, ნაწილობრივ ხსნის ჩემს მზადყოფნას უანგაროდ ავიღო პასუხიმგებლობა საზოგადოებრივ განვითარების საქმეში დადებითი წვლილის შესატანად. გერმანულ საერთაშორისო სკოლაში საქმიანობის პარალელურად საქართველოში გერმანული ეკონომიკური გაერთიანების (DWV) დამფუძნებელთა წევრი და გამგეობის თავმჯდომარეც გახლავართ. შემოსავალი კი მაქვს ძირითადი პროფესიიდან, როგორც შვეიცარული ქონების განმკარგავი კომპანიის „BlueOrchard Finance“-ის მმართველს. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში მიკროკრედიტების დაფინანსების საინვესტიციო ფონდების ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია.

ვაკანსია საბავშვო ბაღში 06/03/2021

ჩვენი გერმანულენოვანი საბავშვო ბაღისთვის ვეძებთ აღმზრდელს 2021 წლის 15 აპრილისთვის. დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნებისა და ჩვენი სერვისების შესახებ იხილეთ აქ.

ჩვენმა სკოლამ მოსწავლეთა წარმომადგენლობა აირჩია! 25/02/2021

კონსტანტინე მოლინეუსი (მე-11 კლასი) და სასკია ლენდფერს ბერნდონერი (მე-10 კლასი) არიან ახლად არჩეული მოსწავლეთა წარმომადგენლები. მათ დახმარებას გაუწევს კირა ანდრონიკაშვილი (მე-4 კლასი), რომელიც დაწყებითი კლასების წარმომადგენლად იქნა არჩეული. ყველას ვულოცავთ არჩევნებში გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან საქმეში!

კეთილი იყოს თქვენი სკოლაში დაბრუნება! 12/02/2021

15 თებერვლიდან უფლება გვაქვს სწავლა საკლასო ოთახებში განვაახლოთ. მოხარულები ვართ მოსწავლეების სკოლის შენობაში დაბრუნების შესახებ. უსაფრთხო სასკოლო ყოველდღიურობისათვის შევიმუშავეთ შემდეგი რეგულაციები.

 

მე-6 კლასის გერმანული ენის გაკვეთილი: ლეგენდაზე შექმნილი ანიმაციური ფილმი 01/02/2021

ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქ-ნ ტანია შმიტთან ერთად გერმანულის გაკვეთილზე ძველი ლეგენდის ანიმაცია შექმნეს. მათ დაევალათ ე.წ. Stop-Motion ტექნოლოგიის გამოყენება. 

ჩვენს YouTube არხზე წარმოგიდგენთ მილას, ანტონიას და სოფოს სამ შესანიშნავ ფილმს, რომლებიც უამრავ კრეატიულობით მოგვითხრობენ კლასიკურ ისტორიებს. ისიამოვნეთ ფილმით!

პირველ კლასელებისათვის შექმნილი "ასოების ლაბორატორია თან წასაღებად" 30/01/2021

ჩვენმა პირველ კლასელებმა სკოლის გახსნამდე რომ გააგრძელონ ასოების ბეჯითად სწავლა, ქ-ნმა ვებერმა მათთვის სპეციალურად შექმნა "ასოების ლაბორატორია თან წასაღებად"

შრომის გაკვეთილი პირველ კლასში: წელიწადის დროები 28/01/2021

თუ თქვენ იანვრის ბოლოს ჯერ კიდევ არ გაქვთ ლამაზი კალენდარი, რადგან ჩვენ რატომღაც დროის შეგრძნება დავკარგეთ, მაშინ ჩვენი სკოლის პირველმა კლასმა თქვენთვის მოამზადა შემდეგი: შრომის გაკვეთილზე, ჩვენმა პატარა მოსწავლეებმა, ქალბატონ მაქსიმენკასთან ინტენსიურად იმსჯელეს წელიწადის დროებზე,  დღეებისა და თვეების სახელწოდებებზე. ონლაინ გაკვეთილებზე პირველი კლასი ორად იყო გაყოფილი, შესაბამისად გვაქვს ორი კალენდარი. 

2021 წლის კალენდარი (A ჯგუფი)

 2021 წლის კალენდარი (B ჯგუფი)

ჩვენი ვირტუალური საშობაო კალენდარი 2020 (ჩვენი ონლაინ გაკვეთილებიდან) 01/12/2020

მშფოთვარე 2020 წელი უახლოვდება დასასრულს. გერმანული ტრადიციის მიხედვით თითოეულ კლასს აქვს თავისი საშობაო კალენდარი. რადგან ამ წელს შეუძლებელია საკლასო ოთახების საშობაოდ მორთვა, გვსურს ყოველ დღე გავხსნათ ონლაინ საშობაო კალენდრის თითო კარი. ასე მაინც შევძლებთ დისტანციის მიუხედავად ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან.

1 დეკემბერი, 2020

საშობაო კალენდრის პირველი კარების უკან იმალება მე-11 კლასელი ნატალი, რომელიც საშობაო ისტორიას წაგვიკითხავს. მოიმარაგეთ ორცხობილა და ჩაი და მოემზადეთ საშობაო ისტორიისათვის:

 საშობაო ისტორია (კითხულობს ნატალი ჩაჩანიძე)

2 დეკემბერი, 2020

ადვენტი არის სუსნაობის პერიოდი! თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ლოქდაუნი და გამოაცხოთ გემრიელი საშობაო ორცხობილები! არ გაქვთ რეცეპტები? არ არის პრობლემა! ჩვენმა მე-3 კლასმა შესანიშნავი რეცეპტების წიგნი მოამზადა, სადაც მრავალ გემრიელ საშობაო რეცეპტს ნახავთ. ასე რომ: გადაფურცლეთ ელექტრონულ წიგნი, გაიკეთეთ წინსაფარი და გაზქურასთან დაიკავეთ ადგილი - ფქვილით ორთაბრძოლა იწყება!

 მე-3 კლასელების საშობაო რეცეპტების ელ. წიგნი

3 დეკემბერი, 2020

საშობაო კალენდრის მესამე კარების უკან იმალება განსაკუთრებით კრეატიულად შესრულებული სამუშაო: მეორე კლასის მოსწავლეები ძალიან მოიხიბლნენ ციფრებზე შექმნილი სიმღერით და ამ სიმღერას ლამაზი ნახატები მიუძღვნეს. მათემატიკის სწავლა მუსიკის თანხლებით განსაკუთრებით სასიამოვნოა!

მეორე კლასის მათემატიკის სიმღერა

4 დეკემბერი, 2020

ირმები ჩვენს სკოლაში? არა, ესენი არიან მე-6 კლასის მოსწავლეები, რომლებიც Zoom-ში თავიანთი კლასის მასწავლებელთან, ვინეტა მჭედლიშვილთან ერთად ძალიან შემოქმედებითები იყვნენ! ჩვენი კალენდრის მეოთხე კარს მიღმა იმალება მათი საშობაო მილოცვა.

5 დეკემბერი, 2020

კვირა მუსიკალურად დავასრულოთ. ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები ძალიან მუსიკალურები და კრეატიულები არიან. ვისაც საშობაო ჰანგები უყვარს, მას დღევანდელი კარების უკან დამალული საჩუქარი ძალიან გაუხარდება!

 მეხუთე კლასის მუსიკალური შობა

6 დეკემბერი, 2020

გერმანიაში 6 დეკემბერს ნიკოლაუსი ბავშვებს სტუმრობს და მათ შოკოლადებით ასაჩუქრებს. ხშირ შემთხვევაში ბავშვები შოკოლადებს დილით პოულობენ, თუმცა ხანდახან ნიკოლაუსი თავად მიდის ბავშვებთან. ამ დროს მას სურს ბავშვებისგან საშობაო ლექსის მოსმენა. რა კარგია, რომ ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა უკვე მოასწრეს საშობაო ლექსის მომზადება.

 მესამე კლასის საშობაო ლექსი

7 დეკემბერი, 2020

შობის დღესასწაულზე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხშირად ვუგზავნით თბილ მოკითხვებს. ჩვენი სკოლის პირველ კლასელები უკვე ისე კარგად წერენ, რომ სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშობაო მილოცვა გაუგზავნეს.

 პირველ კლასელების საშობაო მილოცვა

8 დეკემბერი, 2020

დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის მე-9 კლასელების მიერ შექმნილ ლექსების კრებულს, რომელიც პოეზიის მოყვარულებს ძალიან გაახარებთ. კრებული PDF ფაილის ფორმატშია და საშობაო საჩუქრადაც მარტივი გამოსაყენებელია!

 მე-9 კლასელების ლექსების კრებული

9 დეკემბერი, 2020

როგორც წესი, წელიწადის ამ დროს ჩვენი სკოლის კაფეტერიაში ვიკრიბებით და წინასაშობაო ჰანგებით ვტკბებით. იმისათვის, რომ ამ წელსაც ეს ტრადიცია შენარჩუნებულ იქნას, ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად თქვენთვის ვირტუალური საშობაო კონცერტი მოამზადეს.

  მე-5 კლასის საშობაო კონცერტი

10 დეკემბერი, 2020

ჩვენი სკოლის მე-10 კლასი წარმოგვიდგენს რეცეპტს ვისკის ნამცხვრისათვის, რომელიც ე.წ. ლოქდაუნის დროს ძალიან გემრიელი გადაწყვეტილებაა.

 მე-10 კლასელების რეცეპტი ვისკის ნამცხვრისთვის

11 დეკემბერი, 2020

შობა არის სიყვარულის დღესასწაული - მაგრამ ვის წარმოედგინა, რომ ციფრებსაც სცდოდნიათ სიყვარული? ჩვენი სკოლის პირველმა კლასმა სასიყვარულო სიმღერა განსაკუთრებით შემოქმედებითად და კრეატიულად გააფორმა.

 პირველი კლასის შეყვარებული ციფრები

12 დეკემბერი, 2020

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სკოლის მე-11 კლასელები თებერვლის თვიდან მოყოლებული განუწყვეტლად კომპიუტერების წინ სხედან და ონლაინ გაკვეთილებში არიან ჩართულნი, მაინც ვხედავთ მათ მომღიმარ სახეებს. მათ ამაღლებული საშობაო განწყობა აქვთ.

13 დეკემბერი, 2020

დღევანდელი კარის უკან იმალება შემოქმედებითი ნაშრომი ქართულის გაკვეთილიდან: ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ კომპიუტერის წინ არ უნდა ტარდებოდეს!

ჩვენი სკოლის მე-3 კლასმა, მათი მასწავლებლის, ბელა არაბულის დავალებით, ლამაზი საკითხვავი ყუთი შექმნა, რომელსაც ქართული ტექსტი "დროის ფასი" უდევს საფუძვლად.

 მესამე კლასის საკითხავი ყუთი

14 დეკემბერი, 2020

„ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო, …“ ჩვენი სკოლის მე-9 კლასი წარმოგიდგენთ ძალიან განსაკუთრებულ და პირადად მორთულ ნაძვის ხეს.

15 დეკემბერი, 2020

სხვადასხვა ქვეყანა - სხვადასხვა ქცევა. ჩვენი სკოლის მე-8 კლასმა შეისწავლა თუ როგორ აღინიშნება შობა მთელს მსოფლიოში და წარმოადგინა იგი საინტერესო Power Point პრეზენტაციაში. მარი განმარტავს, თუ რა საინტერესო წეს-ჩვეულებები და ტრადიციები არსებობს "სიყვარულის ფესტივალის" გარშემო მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

 საერთაშორისო საშობაო ტრადიციები

16 დეკემბერი, 2020

სად წავიდა ყველა გემრიელი ორცხობილა, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გამოვაცხვეთ? არა, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიჭამია ყველა... მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ამაზე პასუხისმგებელი? ქალბატონ ფიშერს აქვს პასუხი - თავად მოისმინეთ!

 ჯეიმს კრიუსის "საშობაო თაგვი" (კითხულობს ჩვენი კოლეგა ფრანცისკა ფიშერი)

17 დეკემბერი, 2020

შობის დღესასწაულის პერიოდში ჩვენ სკოლაში ბევრი ლამაზი ნივთის გამოძერწვა და შექმნა ხდება. მართალია დაჭრა, დაწეპება, დახატვა და მოქარგვა საკლასო ოთახებში უფრო საინტერესო პროცესია, თუმცა ჩვენი სკოლის მე-3 კლასმა იგივე პროცესი ონლაინ გაიმეორა და ქ-ნ მაქსიმენკასთან ერთად ლამაზი საშობაო ვარსკვლავები შექმნა.

 მესამე კლასის საშობაო ვარსკვლავები

18 დეკემბერი, 2020

რა თქმა უნდა, ყველამ გავიგეთ, რომ საშობაო თაგუნიაა პასუხისმგებელი საშობაო ორცხობილების გაქრობაზე. თუმცა არანაკლებ გემრიელად მიირთმევს საშობაო ორცხობილებს თოვლის ბაბუა - და შეიძლება მას ამის გამო "სერიოზული" პრობლემები შეექმნას. მილამ, მე-7 კლასიდან, სასაცილო საშობაო ისტორიები მუსიკალურად გააფორმა და თან შესაბამისი ნახატებიც დაურთო.

 ორცხობილების პრობლემა (მილანა პოტაპენკო, მე-7 კლასი)

19 დეკემბერი, 2020

"ჩვენ ძალიან მოგვწონს ვაშლის ჯემის მირთმევა, თუმცა რა ვუყოთ ამდენ დაგროვილ ჯემის ქილას?" - მათთვის, ვისაც ეს კითხვა აწუხებს, გვაქვს შესაბამისი პასუხი. HSK კლასის ფარგლებში, მე 4 კლასმა 3 ლიტრიანი ქილა საშობაოდ მოხატა და მორთო. მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან კარგი იდეაა საშობაო არდადეგებზე დროის გასაყვანად!

 მე-4 კლასის მიერ საშობაოდ გაფორმებული ქილა

20 დეკემბერი, 2020

ლექსები ისევე ეკუთვნის შობის პერიოდს, როგორც წიწვების სურნელი, ზარების რეკვა და დარიჩინი. ჩვენი სკოლის მესამე კლასმა Ringelnatz-ისთვის შესანიშნავი მელოდია შექმნა.

 იოახიმ რინგელნატცი (მე-3 კლასი)

21 დეკემბერი, 2020

ჩვენ ვართ საერთაშორისო სკოლა, სადაც მრავალენიანობა დიდ როლს თამაშობს - ამიტომაც აღვნიშნავთ შობას სხვადასხვა ენაზე. დღეს მე-6 კლასმა მრავალ ენაზე მოგვილოცა შობა.

22. დეკემბერი, 2020

2020 წელი დასასრულს უახლოვდება და ჩვენ კი ნანატრი არდადეგები გვიხარია. ჩვენის სკოლის პედაგოგებს თბილი საშობაო მოკითხვის გარეშე არ სურთ მოსწავლეების გაშვება არდადეგებზე. გისურვებთ, რომ კარგად დაისვენოთ. მომავალ შეხვედრამდე!

 პედაგოგების საშობაო მილოცვა

23 დეკემბერი, 2020

საშობაო არდადეგების დაწყებამდე ჩვენი სკოლის მე-3 კლასს სურს, რომ ჩვენ საშობაო განწყობა შეგვიქმნას. ამის ფონზე სახლის საშობაოდ მორთვა და ორცხობილების გამოცხობა მშვენიერი იდეაა!

 მე-3 კლასის ზამთრის საოცრებათა ქვეყანა

24 დეკემბერი, 2020

24 დღის გასვლის შემდეგ, ჩვენ ვირტუალური კალენდრის 24-ე კარს ვხსნით. წელს თითოეული ჩვენგანი შობა-ახალ წელს განსხვავებულად აღნიშნავს - ზოგიერთი ჩვენგანი აღარ გაფრინდა გერმანიაში, აღარ ხვდება ნათესავებს დიდ წრეში და მაქსიმალურად გადავინაცვლეთ ონლაინ გარემოში. ჩვენი სკოლის მე-7 კლასს სურდა, რომ პანდემიის მიუხედავად საშობაო ისტორია გაცოცხლებულიყო, რაც ონლაინ, ზუმის პროგრამის საშუალებით მოახერხა.

 მე-7 კლასის განსხვავებული საშობაო ისტორია

მშობელთა საბჭოს ახალი თავჯდომარე: ანტიე ლიუდემან-დუნდუა 30/11/2020

ჩვენი სკოლის 11 კლასის მშობელთა საბჭოს წარმომადგენლებმა ანტიე ლიუდემან-დუნდუა მშობელთა საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. ამ საქმეში მისი მოადგილე და დამხმარე იქნება ნუცა ჭირაქაძე.ჩვენ მათ წარმატებას ვუსურვებთ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას.

ანტიე ლიუდემან-დუნდუას კი რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დავუსვით:

რატომ გადაწყვიტეთ დაგეკავებინათ მშობელთა საბჭოს თავჯდომარის პოზიცია?

მსურს მოსწავლეებისა და მშობლების სახელით წვლილი შევიტანო სკოლის საქმიანობაში. დემოკრატიული პროცესების დიდი მოყვარული ვარ და მიმაჩნია, რომ აუცილებელი არის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების ქონა.

თქვენ გყავთ ქართულ-გერმანული ოჯახი - ბერლინში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორ მოხდა რომ დაბრუნდით თბილისში?

როგორც ოჯახს არ გვსურდა გვეცხოვრა მხოლოდ გერმანიაში და გვსურდა ჩამოვსულიყავით საქართველოშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი უფროსი შვილი 14 წლისაა და უცროსი ჯერ არ წასულა სკოლაში - ვიფიქრეთ, ახლა იქნებოდა შესაფერისი დრო საქართელოში დასაბრუნებლად. საქართველოში ჩვენ რა თქმა უნდა ხშირად ვიყავით ოჯახისა და მეგობრების მოსანახულებლად - თუმცა დამეთანხმებით, ამ ტიპის ვიზიტები გაცილებით სხვა გრძნობასთან ასოცირდება, ვიდრე ცხოვრობდე ქვეყანაში.

რამდენად მარტივად გაიარეს თვქენმა შვილებმა ადაპტაცია სკოლაში პანდემიის პირობებში?

ჩვენი შვილები თავიდანვე ბედნიერები იყვნენ როგორც მოსამზადებელ ჯგუფში, ასევე სკოლაში. ამის მიზეზი კი ის მოსწავლე-მასწავლებლები არიან, რომლებმაც ისინი დიდი სითბოთი მიიღეს ჯგუფსა და კლასში. ჩვენდა საბედნიეროდ სწავლის დასაწყისში რამდენიმე კვირა შევძელით გვეარა სკოლაში. ამ პერიოდში ბავშვებმა შეძლეს ახალი მეგობრებისა და მასწავლებლების როგორც გაცნობა, ასევე მათთან დაახლოება. პანდემიისა და დისტანციის მიუხედავად ნათლად ჩანს მზაობა და მონდომება როგორც მასწავლებლების, ასევე ბაღის აღმზრდელების მხრიდან, მაქსიმალურად მარტივად გადაატანინონ ბავშვებს არსებული სიტუაცია.

სად და რაში ხედავთ თქვენი სამუშაოს სირთულეებს?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირი შეხება მაქვს ბავშვებთან და მათ გარშემო არსებულ სამართლებრივ საკითხებთან. მსურს მაქსიმალურად ჩავრთო მოსწავლეები და მათი მშობლები სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში, რაც ავტომატურად მოიაზრებს მრავალი განსხვავებული მოსაზრების ერთად თავმოყრას. საერთაშორისო სკოლის განსაკუთრებულობა კი სწორედ კულტურულ მრავალფეროვნებაშია. ჩემი მიზანი გახლავთ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად მოიძებნოს ყველასთვის და განსაკუთებით ბავშვებისათის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებები. ონლაინ რეჟიმზე გადასული გაკვეთილების სირთულიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვეცდები დავეხმარო ყველას, ვისაც კი ამის საჭიროება ექნება. მომავალს ვუყურებ ოპტიმისტურად და არსებული სიტუაციიდან საუკეთესოს შექმნას ვეცდები.

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13