"ჩემი სამყაროს საზღვრები იქ არის, სადაც ენის საზღვრებია" - ლუდვიგ ვიტტგენშტაინის ეს ციტატა იყო შუა ევროპის რეგიონის გერმანული სკოლების პროფესიული განვითარების სემინარების თემა, რომელიც ამჯერად პრაღის გერმანულ სკოლაში ჩატარდა. სკოლის დირექციის, გამგეობისა და ადმინისტრაციის წამრომადგენლები საუბრობდნენ მრავალენოვან გარემოში ენის სწავლების თავისებურებებზე. სემინარების თემატიკა ეყრდნობოდა გერმანული სკოლების ხარისხის განვითარების ახალ რეგულაციას. სემინარზე განიხილეს ამ რეგულაციის იმპლემენტირების, ახალი რეგიონალური ქსელის ჩამოყალიბებისა და მასთან დაკავშირებული საერთო მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების საკითხები. სემინარის დასასრულს შეხვედრა გაიმართა გერმანიის საელჩოში და ეს მიღება ნამდვილად იყო ამ პროგრამის მნიშვნელოვანი მომენტი, თუ გავიხსენეთ პრაღის საელჩოს განსაკუთრებულ მისიას 30 წლის წინ გერმანიის საზღვრის გახსნის პროცესში. (წყარო: კონსტანცე კროიცბურგ).
ჩვენი მოსწავლეებისთვის ამ სასწავლო წლის მთავარი მოვლენა გეოგრაფიის გაკვეთილის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილი ორდღიანი ექსკურსიებია. სკოლის კედლების გარეთ საქართველოს მრავალფეროვან ბუნებაში თვალსაჩინო მაგალითების შესწავლით გეოგრაფიის თეორიული ნაწილის ათვისებაც უფრო საინტერესოა. სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მეშვიდე კლასი იყო ჯუთაში (თემა: მყინვარები და ვულკანები), მერვე კლასი იყო ქუთაისსა და (თემა: გამოქვაბულები და მღვიმეები) და ლაგოდეხის ეროვნულ პარკში (თემა: ჩანჩქერები)
ამ კვირაში სკოლას ჩვენი "პროცესების კოორდინატორი" კონსტანცე კროიცბურგი ესტუმრა. საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების ცენტრალური სამმართველოს დავალებით ის რამდენიმე წელია ჩვენი სკოლის ხარისხის განვითარების პროცესს უწევს ზედამხედველობას. ქალბატონი კონსტანცე ამჯერადაც შეხვდა სკოლის ცხოვრებაში ჩართულ ყველა მხარეს. თუმცა ახლა მთავარი აქცენტი დეკემბერში დაგეგმილ "ფედერალური მიწების ინსპექციი"-ისთვის მოსამზადებელ საკითხებზე გაკეთდა. საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების ცენტრალური სამმართველოს გვერდზე იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლა და როგორ მოწმდება რეგულარულად ამ სკოლების მუშაობა შესაბამისი ორგანოების მიერ.
2 სექტემბერს ჩვენი ახალი პირველი კლასის მიღების ცერემონია გაიმართა, სადაც 20 პირველკლასელს მათი დამრიგებელი, ფრანცისკა ფიშერი მიესალმა. ჩვენ სიხარულით სავსე სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს.
ჰამბურგის ობერალსტერის გიმზანიის მოსწავლეები ერთი კვირით გვსტუმრობდნენ. მათ ჩვენთან ერთად მძიმე დღეები გაიარეს. ჩაერთვნენ ჩვენსა და მასპინძელი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველაფრის მიუხედავად სკოლაში, დიდ კავკასიასა და თბილისში დროის კარგად გატარება მოვახერხეთ. დიდი მადლობა მათ სტუმრობისათვის!
ჩვენი სკოლის მერვე და მეცხრეკლასელები ერთი კვირით იმყოფებოდნენ პარტიორ სკოლაში - ჰამბურგის ობერალსტერის გიმნაზიაში. ცხოვრობდნენ მასპინძელ ოჯახებში და კვირა შესანიშნავად გაატარეს: დაათვალიერეს ქალაქი, გაისეირნეს ელბაზე, ჰქონდათ ტური ველოსიპედებით, მოინახულეს ბერლინი და ცოტა დრო სკოლაშიც გაატარეს ... ჩვენ სიხარულით ველით ივნისის ბოლოს მოსწავლეებს ჰამბურგიდან!
სკოლის მშობელთა საბჭოს ინიციატივით ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად სკოლის შენობის წინ მოძრაობა დაარეგულირეს. ყოველ დილით ამ ტერიტორიაზე თავს იყრიან ავტობუსები, მანქანის მძღოლები და ფეხით მოსიარულენი. მიზანი იყო საგზაო მოძრაობის, განსაკუთრებით კი სკოლაში მოსიარულე ბაშვებისათვის, უსაფრთხოების გაუმჯობესება. ჩვენ მადლობას ვუხდით მშობელთა წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს მათი ჩართულობისათვის, რაც შემდეგ სასწავლო წელსაც გაგრძელდება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქართულ პოლიციას, რომელმაც ჩვენს ღონისძიებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა - დაგვეხმარა რჩევებითაც და საქმითაც.
დღეს დილით სკოლას ბუნდესტაგის გერმანულ-სამხრეთკავკასიული საპარლამენტო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ. დეპუტატებს - იოჰანეს კარსს (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ბეატე ვალტერ-როზენჰაიმერსს (გაერთიანება 90/მწვანეები), ტილ მანსმანს (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და დოქტორ ფრანკა ვოლფს - ადგილზე ვიზიტისა და მოსწავლეებთან, სკოლის დირექციასა და სკოლის დამფუძნებლებთან გასაუბრების შემდეგ შეექმნათ წარმოდგენა მზარდი სკოლისა და საბავშვო ბაღის შესახებ.
Die Finalspiele um den Pokal der Deutschen Internationalen Schule Tbilissi gehören inzwischen fest zu unserem Schulleben. Spannende Spiele gab es zu sehen, engagierte junge Fußballerinnen und Fußballer und eine der Schulmannschaft knapp unterlegene Elternmannschaft. Höhepunkt war diesmal der Besuch von Levan Kobiashvili, derzeit Präsidenten des Georgischen Fußballverbandes. Der prominente georgische Fußballer ehrte die Sieger und konnte sich bei uns wie zu Hause fühlen - hat er doch für drei verschiedene deutsche Bundesligavereine gespielt.
გაზაფხულის მზიან დღეს მოსამზადებელი ჯგუფისა და პირველი კლასის ბავშვებისათვის, ჩვეულებისამებრ, ჩატარდა სპორტული ღონისძიება. პატარებს მეექვსე და მეშვიდეკლასელები ეხმარებოდნენ და ამხნევებდნენ.