17 დეკემბერს, შაბათს, კვლავ გიწვევთ ჩვენს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე. 11-დან 14 საათამდე გაშლილი იქნება საშობაო სტენდები გასაყიდი ნივთებით, გლინტვეინითა და საბავშვო პუნშით; იქნება სპექტაკლები და მუსიკა. გაგვიხარდება, თუ გვეწვევით!
გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობითა და შუამავლობით ჩვენს მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი თანამედროვე ავტორი. ბერნარდ შლინკის 1995 წელს გამოცემული რომანი "წამკითხველი" ("Der Vorleser") ბევრი სკოლისთვის აუცილებელი საკითავი ლიტერატურაა. ნაწარმოები 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. მას მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული და მანვე მოუტანა ბერნარდ შლინკს, როგორც მწერალს, მსოფლიო აღიარება. ავტორი ამავდროულად იურისტია და ლექტორად და საკონსტიტუციო მოსამართლედ აქვს ნამუშევარი, ესეც საინტერესო არმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის.
წელსაც გვეყოლება სტაჟიორები გერმანიიდან, რომლებიც მიმდინარე სემესტრში სკოლის სხვადასხვა სამუშაო სფეროში დაგვეხმარებიან. ამჯერად ქალების ძალას შევხარით! მივესალმებით ჯეტე რეტშს (ბიოლოგია, გეოგრაფია, საბუნებისმეტყველო საგნები - იენის უნივერსიტეტი), ტაბეა შტაპფს (სოციალური საქმე - ფულდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი), ანიკა შპისს (ხელოვნება, მათემატიკა, გერმანული საბაზო საფეხურისთვის - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი) და კიმ შუხარდტს (სოციალური მეცნიერება, ინგლისური - იენის უნივერსიტეტი).
ლიანე კრიში ჩვენი საბავშვო ბაღის პედაგოჰგიური ჯგუფის ახალი წევრია. იგი ანა რევაზიშვილთან ერთად ბაღის მართვის გუნდს წარმოადგენს. ლიანე კრიში საბავშვო ბაღის ჩვეულ საქმიანობასთან ერთად და ანა რევაზიშვილთან ტანდემში კონცეფციურ საქმიანობასაც გასწევს და ჩვენი ახალგაზრდა პედაგოგიური ჯგუფის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.
ჩვენი საბავშვო ბაღის ბავშვებს ძალიან მოსწონთ გასვლითი ღონისძიებები, რომლებიც ბაღის ყოველდღიურობას მრავალფეროვნებას ჰმატებენ. ცოტა ხნის წინ ისინი ლისის ტბაზე, წყნეთის ტყეში და კიკეთში, ფერდინანდის ფერმაში იყვნენ ექსკურსიაზე.
ჩვენმა მე-10 კლასმა წარმატებით ჩააბარა საბაზო საფეხურის წერითი და ზეპირი გამოცდები!
კლასმა თავი გამოიჩინა არა მხოლოდ ზოგიერთი ძალიან კარგი აკადემიური მიღწევით, არამედ იმითაც, რომ შეკრული ჯგუფია, სადაც ბავშვები ერთმანეთს მხარში უდგანან. გილოცავთ აიდა, ელისაბედ, მაგდალენა, ნუცა, კატი, ქრისტინა, მედლინ, გურამ, კოსტა, დავით, ნიკოლას, ლინას, სანდრო და ენტონი. და საუკეთესო სურვილებით, ძვირფასო მარია!
სკოლის დაარსებიდან მეთორმეტე წელს რვა კურსდამთავრებულს აბიტურის ატესტატი გადასცეს. მათ საქართველოში მიიღეს ყველაზე ტიტულოვანი გერმანული ატესტატი. ვამაყობთ ჩვენი აბიტურიენტებით, რომლებმაც ძალიან რთულ პროგრამას გაართვეს თავი და აბიტურის გამოცდებიც წარმატებით ჩააბარეს. ამიერიდან ყოველ წელს გვეყოლებიან აბიტურიენტები, მაგრამ ჩვენს პირველ გამოშვებას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება სკოლის ისტორიაში.
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, სასწავლო წლის დასასრულს კვლავ შევძელით ზაფხულის ზეიმის აღნიშვნა. საბავშვო ბაღისა და სკოლის მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი ორგანიზებით მშვენიერი პროგრამა შედგა: თეატრი, ცეკვა, მუსიკა, გათამაშება, მეორადი წიგნების ბაზრობა, ხელოვნება, სპორტი და საჭმელ-სასმელი - ნებისმიერი გემოვნების სტუმრისთვის იყო რაღაც დასამახსოვრებელი. დიდი მადლობა ყველა თანამონაწილეს ამ მშვენიერი დღისთვის!
აღდგომაზე მე-7 კლასის მოსწავლეებმა ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის დიაკონიასთან ერთად, სააღდგომო პაკეტები მიუტანეს დუშეთის რაიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს. ექსკურსიამდე მოსწავლეებმა ერთობლივი ძალისხმევით შეღებეს კვერცხები, მოამზადეს სააღდგომო ნამცხვრები და სხვა პატარა საჩუქარი. ამ გზით მოსწავლეები რთულ ვითარებაში მცხოვრებ ადამიანებს შეხვდნენ და ამ პატარა ჟესტით მათ სიხარული მოუტანეს. დიდი მადლობა მშობლებს, რომლებიც აქტიურად დაგვიდგნენ გვერდში, ლუთერანული ეკლესიის დიაკონიის თანამშრომლებს და კლასის დამრიგებელს - მაიკ ბორკენჰაგენს! გვინდა მსგავსი აქცია ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მარტის თვეში ძალიან ისიამოვნეს ექსკურსიით! დიდი რაოდენობით თოვლი თბილისში იშვიათობაა.