ახალგაზრდისთვის საკუთარ პროფესიულ მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თან ყველაზე რთული არჩევანია, რომელიც უნდა გააკეთოს. ცხადია, ამ ნაბიჯს წინ უსწრებს ბევრი შეკითხვა, გაურკვევლობა და სხვადასხვა მოსაზრება. სწორედ ამიტომ, სკოლაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მოსწავლეების პირად კონსულტირებას იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.
ჩვენი პროფესიული და სასწავლო რჩევები მიმართულია იმისკენ, რომ გავარკვიოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები და მათზე მორგებული მხარდაჭერა შევთავაზოთ ახალგაზრდებს. ჩვენ გვერდში ვუდგავართ მოსწავლეებს ჩვენი გამოცდილებითა და ემპათიით იმისთვის, რომ მოვახერხოთ მათი პიროვნული ძლიერი მხარეების, ინტერესებისა და მიზნების იდენტიფიცირება. დარწმუნებულნი ვართ: ინდივიდუალური კონსულტაცია პროფესიული მომავლის წარმატებული დაგეგმვის წინაპირობაა.
ჩვენ მზად ვართ მოსწავლეების მხარდასაჭერად იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა უკვე გადაწყვეტილი, რომელ პროფესიას ირჩევენ, და ვთავაზობთ მათ პერსონალურ საუბრებს, ღონისძიებებსა და რესურსებს, რომლებიც ეხმარება ახალგაზრდებს უმაღლესში სასწავლო კურსის, სტიპენდიების, პროფესიული განათლებისა და მოხალისეთა საქმიანობის (Gap-Years და ა.შ.) არჩევაში. ჩვენი კონსულტაციების მიზანია, შევაძლებინოთ მოსწავლეებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და დავეხმაროთ მათ, თავდაჯერებულად მიუდგნენ საკუთარ მომავალს.
სკოლა არა მხოლოდ სწავლის, არამედ პიროვნული განვითარების ადგილია. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული ხელშეწყობის პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ვთავაზობთ ჩვენს მოსწავლეებს, გამოიყენონ ეს მხარდაჭერა თავიანთი პერსპექტიული პროფესიული მომავლის დაგეგმვისთვის. მათი მიზნები ჩვენი საზრუნავია, მოხარულები ვიქნებით, თუ შეგვეძლება მათი დახმარება.
გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური: DAAD-ის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში (DWV)
საკონტაქტო პირი: